შინაარსზე გადასვლა

ფემინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენერას ასტროლოგიური სიმბოლო

ფემინიზმი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.

ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.

არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ-სოციალური, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ

მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.

ისტორია

ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძვ.ჩინეთში: გამოჩნდა. თუმცა მისი თეორიიის ჩამოყალიბება დაიწყო 1792 წელს, როდესაც გამოვიდა მერი უოლსთოუნქრაფტის წიგნი "განცხადება ქალთა უფლებების შესახებ". უფრო ფართო აუდიტორია ფემინისტურმა იდეამ მოიპოვა 1840-1850 წლებში, როცა დასავლეთის რიგ ქვეყნებში გაიშალა სუფრაჟისტების მოძრაობა, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის სარჩევნო უფლების მინიჭებას. ეს იყო ფემინიზმის ე.წ. "პირველი ტალღა ".

მას შემდეგ რაც დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში XX ს-ის ქალებს მიეცათ საარჩევნო უფლება ქალთა მოძრაობა რამდენადმე შენელდა. 1960-იან წლებში გაიშალა ფემინიზის "მეორე ტალღა". მასში გამოიხატა ქალთა პოლიტიკური ემანსიპაციის რადიკალური მოთხოვნები.

ფემინიზმი დღეს

ფემინისტი ქალები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA