ჯ
ქართული ასო „ჯ“ | |
---|---|
ჯ | |
სახელწოდება | |
ჯ: |
GEORGIAN LETTER JHAN |
უნიკოდი | |
ჯ: |
U+10EF |
HTML-კოდი | |
ჯ: |
ჯ ანჯ |
ასო „ჯ-ს“ სურათი | |
ვიკისაწყობი ასო „ჯ“ |
ჯ, ⴟ, Ⴟ, Ჯ[1] (ჯანი) — ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე ასო (ძველ ქართულში ოცდამეთექვსმეტე იყო). შეესაბამება წინაენისმიერ მჟღერ შიშინა თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ რვაათასს (8000).
მოხაზულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯან | 8000 | d͡ʒ | J̌ ǰ | J j | J j |
ჯ-ს ასომთავრულში ჯვარედინი ფორმა აქვს. ასომთავრულის ყველა ასო ერთი გრაფიკული სისტემითაა აგებული, ისინი მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისაგანაა ნაწარმოები, შემადგენელი ნაწილები კი ერთმანეთს ყოველთვის მართი კუთხით უკავშირდება. ჯ–ს ასომთავრული ჯვარედინი მოხაზულობა არღვევს ასოთა გრაფიკული აგებულების ამ ზოგად წესს და ამ მხრივ ერთადერთია ძველ ქართულ ანბანში. გრაფიკული სისტემის დარღვევის მიზეზების შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს.
პროფესორი ელენე მაჭავარიანი ჯანის ასომთავრულ მოხაზულობას საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ მისი ფორმა იესო ქრისტეს ინიციალების – ინისა და ქანის დიაგონალური გადაკვეთითაა მიღებული[2][3]. ამდენად, ჯ ასო ასომთავრულ დამწერლობაში იესო ქრისტეს მონოგრამას წარმოადგენს:
ამ თვალსაზრისით ჯანის ასომთავრული ჯვარედინი ფორმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ უნდა იყოს შემოღებული. ქართული დამწერლობის არცერთ ქრისტიანობამდელ ძეგლზე არაა ჯანის განსხვავებული მოხაზულობა, შესაბამისად უცნობია, როგორი ფორმა ექნებოდა მას, სანამ დღევანდელ ჯვარედინ მოხაზულობას მიიღებდა. ერთადერთი განსხვავებული ფორმა ჯანისა დაფიქსირებულია დავათის სტელაზე, რომელზეც ქართული ასომთავრული ანბანია ჩამოწერილი და რომელიც IV საუკუნის 60–იანი წლებით თარიღდება. დავათის სტელაზე გამოსახული ნიშანი, რომელიც ანბანის თანმიმდევრობის გათვალისწინებით ჯანის ადგილას დგას, არ არღვევს ასომთავრული ასოების გრაფიკული აგების ზოგად წესს და ამგვარად გამოიყურება: .
ჯანის ჯვარედინ მოხაზულობაზე საკუთარი მოსაზრება აქვს რამაზ პატარიძეს. იგი თვლის, რომ ჯვრის ფორმა ანბანის დასასრულის მანიშნებელია[4].
ჯ ნუსხურში მარჯვნივ არის გადახრილი. მხედრულში მას მომრგვალებული ფორმა აქვს. ნუსხურსა და მხედრულში იგი ქვედა სამ ხაზში იწერება.
კოდების ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხედრული[5] |
---|
სხვა მნიშვნელობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯ — ენერგიის ერთეულის „ჯოულის“ შემოკლებული აღნიშვნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|