Megadeth
Megadeth | |
---|---|
Megadeth 2010 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
ჟანრ(ებ)ი | თრეშ მეტალი, მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი |
აქტიური |
1983–2002 2004–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Combat, Capitol, Sanctuary, Roadrunner |
წევრები |
დეივ მასტეინი ჯეიმზ ლომენცო ტეემუ მენტისაარი დირკ ვერბურენი |
ყოფილი წევრები | იხ.:Megadeth-ის წევრები |
საიტი | www.megadeth.com |
Megadeth ვიკისაწყობში |
Megadeth — 1983 წელს დაარსებული ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან, კალიფორნია. ჯგუფი დააარსეს ვოკალისტმა და გიტარისტმა დეივ მასტეინმა და ბასისტმა დევიდ ელეფსონმა მასტეინის მეტალიკიდან წამოსვლის შემდეგ. დაარსებიდან დღემდე ჯგუფმა გამოუშვა თექვსმეტი სტუდიური და ხუთი საკონცერტო ალბომი, აგრეთვე ორი EP, 44 სინგლი, ოცდაცამეტი მუსიკალური ვიდეო და ექვსი კომპილაციური ალბომი.
როგორც ამერიკული თრეშ მოძრაობის ერთ-ერთმა პიონერმა, Megadeth-მა მოიპოვა საერთაშორისო დიდება 80-იან წლებშივე და შეყვანილი იქნა თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში, მეტალიკის, სლეიერის და ანთრაქსის გვერდით, რომლებიც პასუხს აგებდნენ თრეშ მეტალის შექმნაზე, პოპულარიზაციასა თუ განვითარებაზე. ჯგუფმა ბევრი წევრი გამოიცვალა მასტეინის ალკოჰოლისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის გამო. დაარსებიდან დღემდე მუდმივი წევრები მხოლოდ მასტეინი და ელეფსონი არიან. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჯგუფმა შეძლო გამოეშვა ოქროსა და პლატინის ალბომები, მათ შორის პლატინის Rust in Peace 1990 წელს და გრემზე ნომინირებული მულტი-პლატინის Countdown to Extinction 1992 წელს. Megadeth დაიშალა 2002 წელს მასტეინის ნერვების და მარცხენა მხარის დაზიანების გამო, თუმცა აქტიური ფიზიო-თერაპიის კურსის შემდეგ მასტეინი გამოჯანმრთელდა და კვლავ შეკრიბა ჯგუფი 2004 წელს. მას მერე გამოუშვეს ალბომები: The System Has Failed და United Abominations (2007 წელს); ალბომები ბილბორდ 200-ში მე-18 და მერვე ადგილებზე მოხვდნენ. 2009 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა გამოუშვა მეთორმეტე სტუდიური ალბომი Endgame, რომელმაც ბილბორდის საუკეთესო ალბომების ჩარტში მეცხრე ადგილი დაიკავა.
ჯგუფს 40-წლიანი აქტიურობის განმავლობაში 24 ოფიციალური წევრი ჰყავდა, თუმცა მასტეინი ყოველთვის რჩებოდა წამყვან ძალად და სიმღერების მთავარ ავტორად.
2023 წელს 6 სექტემბერს კიკო ლურერომ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ის მიმდინარე ტურნეზე ოჯახური პრობლემების გამო ვერ დაეხმარებოდა ბენდს და მის შემცვლელად ტეემუ მენტისაარი წარადგინა.[1] 28 ნოემბერს ლულერომ დაადასტურა ჯგუფიდან წასვლა.[2] ტეემუ უკვე ბენდის ოფიციალური წამყვანი გიტარისტი გახდა.
დისკოგრაფია
- Killing Is My Business... and Business Is Good! (1985)
- Peace Sells... but Who's Buying? (1986)
- So Far, So Good... So What! (1988)
- Rust in Peace (1990)
- Countdown to Extinction (1992)
- Youthanasia (1994)
- Cryptic Writings (1997)
- Risk (1999)
- The World Needs a Hero (2001)
- The System Has Failed (2004)
- United Abominations (2007)
- Endgame (2009)
- Thirteen (2011)
- Super Collider (2013)
- Dystopia (2016)
- The Sick, the Dying… and the Dead! (2022)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Madarang, Charisma (6 სექტემბერი, 2023). „Megadeth's Kiko Loureiro Pulls Out of Tour, Temporary Replacement Announced“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „KIKO LOUREIRO Opens Up About His Decision To Leave MEGADETH“. BLABBERMOUTH.NET (ინგლისური). 29 ნოემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
- Pages with image sizes containing extra px
- სტატიების ესკიზები მუსიკოსების შესახებ
- Megadeth
- ამერიკული როკ-ჯგუფები
- 1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2000-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- თრეშ მეტალ ჯგუფები
- სპიდ მეტალ ჯგუფები
- 2002 წელს დაშლილი ჯგუფები
- 1983 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფები
- ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფები