შინაარსზე გადასვლა

Kraftwerk

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
14:20, 19 დეკემბერი 2023-ის ვერსია, L H R B S20 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Kraftwerk

Kraftwerk 2018 წელს ჰელსინკიში
ბიოგრაფია
წარმოშობა დიუსელდორფი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი
დისკოგრაფია Kraftwerk-ის დისკოგრაფია
აქტიური 1970–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი kraftwerk.com
Kraftwerk ვიკისაწყობში

Kraftwerk (გერმანულად: [ˈkʁaftvɛɐ̯k], „ელექტოსადგური“) — გერმანული მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმპროვიზებული როკისა და ელექტრონული მუსიკის განვითარებაში, უფრო მეტად კი ელექტრონული მუსიკის სინთპოპ, ელექტრო, ტექნო, ჰაუზ და IDM ქვეჟანრებში.

1970 წელს შეიკრიბნენ ფლორიან შნაიდერი (ფლეიტა, სინთეზატორი, ელექტრო-ვიოლინო) და რალფ ჰიუტერი (ორგანი, სინთეზატორი). იმ პერიოდში ორი სწავლობდა დიუსელდორფის კონსერვატორიაში, მონაწილეობდა გერმანული მუსიკალური სცენის ექსპერიმენტებში, იმ ჟანრის განვითარებში, რომლებსაც ბრიტანეთში ’კრაუტროკი’ უწოდეს.

თავდაპირველად სტუდიური დუეტი ცოცხლად კვინტეტის სახით გამოდიოდა, ჯგუფის Organisation სახელით. პროექტმა გამოსცა ერთადერთი სტუდიური ალბომი Tone Float და შეაჩერა მოღვაწეობა.

2010 წელს ზემოაღნიშნული ჩანაწერის პერიოდიდან აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი კომპოზიცია, რომელსაც Life-Death ეწოდება. იგი ატმოსფერული ჟღერადობის მატარებელია და განსხვავდება კოლექტივის იმავე პერიოდის კომპოზიციებისგან.

1970-1974 წლებში ჯგუფის შემადგენლობა იცვლებოდა, ჰიუტერი და შნაიდერი თანამშრომლობდნენ სხვადასხვა მუსიკოსთან. ამ პერიოდში გამოვიდა მათი სამი სტუდიური ალბომი, მაგრამ ხშირად ახალი Kraftwerk-ის ეპოქის ათვლა იწყება ალბომით Autobahn.

ჯგუფის ადრეულ შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა პროდიუსერ კონრად (კონი) პლანკის მუშაობამ.

ალბომის Autobahn 1974 წელს გამოცემით ჯგუფის ჟღერადობა შეიცვალა. ახალი ტექნოლოგიების შესწავლისას პროექტმა დაიწყო მინიმუგის აქტიური გამოყენება, რამაც მას უფრო დალაგებული და ნაკლებად ქაოტური ჟღერადობა შესძინა. დისკის კომერციული წარმატების შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა, პროდიუსერის ამპლუაში თავად ყოფილიყო და სტუდიის განახლება-აღჭურვაც დაიწყო. ამ პერიოდში მათი ალბომების ყდებზე მუშაობდა ემილ შულტი.

ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა, რომელშიც ვოლფგანგ ფლური და კარლ ბარტოსიც შედიოდნენ, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. იგივე წლები აღსანიშნავია ჯგუფის ხშირი გამოჩენით ტელეეთერში, სადაც საკუთარი ჩანაწერი პრომო-გამოსვლებს ატარებდნენ.

შემდეგი ალბომი, Radio-Activity (გერმანულად - Radio-Aktivität) იწერებოდა ახალ სტუდიურ ტექნიკაზე. უჩვეულო იყო ისიც, რომ ახალი ალბომი საერთო თემის მატარებელი იყო - სიტყვასთან ’რადიო’ დაკავშირებული კომპოზიციების სახით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ალბომივით Autobahn წარმატებული არ იყო, საფრანგეთში ოქროს დისკი მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი ალბომით ჯგუფმა შეწყვიტა ავანგარდული ექსპერიმენტები და გადაერთო უფრო ტრადიციული ელექტრონული მუსიკის შექმნაზე.

1976 წელს ჩაიწერა ალბომი Trans-Europe Express. ჯგუფი აქტიურად იყენებდა მუსიკალურ სეკვენსერებს. მის სტუდიაში Kling Klang Studio ასევე ჩაწერილი იქნა დევიდ ბოუი ახალი კომპოზიციები. ბოუი დაინტერესებული იყო ჯგუფის საკუთარ კონცერტებზე მიწვევით (როგორც ცალკე წარმოდგენილი შემსრულებლების), მაგრამ Kraftwerk-ისგან უარი მიიღო.

1978 წელს გამოვიდა დისკი The Man-Machine, ჩაწერილი იმპროვიზაციების შედეგად. ალბომის იდეა ტრიალებდა მომავლის სამყაროს ირგვლივ, რომელიც, ჯგუფის წევრების აზრით, უფრო ცივი და უემოციო იქნებოდა, დამყარებული მანქანების მუშაობაზე.

1981 წელს გამოვიდა ახალი დისკი Computer World, რომელიც იმეორებდა წინა ალბომში გაჟღერებულ იდეებს, თუმცა უკვე კონკრეტულად კომპიუტერების დომინირებას ეძღვნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1981 წელს ეს ჯერ კიდევ არააქტუალური თემა იყო, ბევრი დღემდე თვლის, რომ კოლექტივმა წინასწარ განჭვრიტა მომავალი. ალბომში ასევე გამოიყენებოდა ტექსტის წაკითხვის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ტექსტებს კითხულობდა.

ჯგუფის შემოქმედებაში მცირე გარდატეხა მოხდა სინგლის Tour de France გამოცემით, რომელიც ოთხეულის (ან შემოქმედებითი ბირთვის, დუეტის) განვითარების შესაძლო მომავალზე მეტყველებდა. ამავე პერიოდში რალფ ჰიუტერი თავისი ველოსიპედით კატასტროფაში მოჰყვა და რამდენიმე დღე კომაშიც იმყოფებოდა.

1983 წელს ფლური სტუდიაში უკვე ნაკლებ დროს ატარებდა და 1986 წელს, ალბომზე Electric Café მუშაობის შემდეგ, დატოვა ჯგუფი.

1990-იან წლებში ჯგუფის შემადგენლობა იცვლებოდა. ფლური შეცვალა ფრიც ჰილპერტმა, რომელიც ელექტრონულ პერკუსიასთან და ხმის ეფექტებთან მუშაობდა. 1991 წელს ბარტოსის მაგივრად ჯგუფში ფერნანდო აბრანტესი მოვიდა. იმავე წელს იგი ჰენინგ შმიცმა შეცვალა. მანამდე, 1990 წელს ჯგუფმა კვლავ დაიწყო კონცერტებით მოგზაურობა. 1997 წელს იგი გამოჩნდა ცნობილ ინგლისურ ფესტივალზე Tribal Gathering. 1998 წელს Kraftwerk აშშ და იაპონიაშიც ჩავიდა.[1]

1999 წელს ევროპაში კვლავ გამოიცა სინგლი Tour de France[2], ამჯერად - კომპაქტ-დისკზე. ფლურისა და ბარტოსის სახეები მის გარეკანზე აღარ არის.

1999 წლის დეკემბერში გამოიცა სინგლი Expo 2000[3], რომელიც 2000 წლის ნოემბერში ასევე გამოვიდა, როგორც Expo Remix.[4]

1999 წელს ფლურმა გამოსცა ავტობიოგრაფია Ich war ein Roboter (გერ.: მე ვიყავი რობოტი)[5] .

2003 წელს ჯგუფმა როგორც იქნა, გამოსცა ახალი სტუდიური ალბომი, Tour de France Soundtracks (პირველი სტუდიური ალბომი 1986 წლის შემდეგ).[6] მანამდე, 2002 წელს დაიწყო მისი მსოფლიო ტურნე Minimum-Maximum.

2004 წელს გამოვიდა კრებული 12345678, რომელიც 2009 წელს გამოსული ყუთის The Catalogue პრომო-ვერსიად ითვლებოდა.

2005 წელს დიდი პოპულარობა იქონია ჯგუფის მიერ გამოცემულმა საკონცერტო ჩანაწერმა (აუდიო-დისკი და DVD) Minimum-Maximum, რომელიც შედგენილი იქნა მთელი საკონცერტო ტურნეს საუკეთესო ჩანაწერებისგან.[7]

2008 წლიდან კოლექტივი დაუბრუნდა საკონცერტო ტურებს და გამოვიდა კოაჩელას ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზეც.

2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი აპირებდა ახალი ალბომის გამოცემას, შემდეგ კი კონკრეტულად დაასახელა, რომ ეს იქნებოდა The Catalogue - უკვე არსებული სტუდიური ალბომების რემასტერი.

The Catalogue საბოლოოდ გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერში, მაგრამ ჯგუფის პირველი სამი ალბომის გარეშე. რალფ ჰიუტერის თქმით, ამ ალბომების გამოცემის საკითხი კითხვის ქვეშ იდგა, ვინაიდან Kraftwerk მათთვის ყურადღება არც მიუქცევია.თუმცა, შესაძლოა, ისინი მაინც გამოსცენ მომავალში. დროებით სამივე დისკი მხოლოდ ბუტლეგის სახით ვრცელდება.

2012 წლის 23 მარტს ჯგუფი გამოვიდა მაიამიში ფესტივალზე Ultra Music. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა გამოფენა Kraftwerk - Retrospective 1 2 3 4 5 6 7 8. 8 დღის მანძილზე კოლექტივი გამოდიოდა ამ ღონისძიების ფარგლებში და ყოველ საღამოს ასრულებდა თითო ალბომს საკუთარი კატალოგიდან, დაწყებული Autobahn-ით.

2012 წლის აპრილში კვლავ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ამზადებს ახალ სტუდიურ ალბომს.[8]

გავლენა სხვა მუსიკოსებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Kraftwerk&oldid=4598383“-დან