Kraftwerk (ალბომი)
Kraftwerk | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
1970 (გერმანია) მოგვიანებით გამოიცა სხვა ქვეყნებში | |||
ჩაიწერა | ივლისი - სექტემბერი, 1970 | |||
ჟანრი |
კრაუტროკი ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 39:39 | |||
ლეიბლი | Philips | |||
პროდიუსერი | კონი პლანკი, Kraftwerk | |||
Kraftwerk — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Kraftwerk — გერმანული ელექტრონული ჯგუფ Kraftwerk-ის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა გერმანიაში, 1970 წელს და ჩაიწერა პროდიუსერ კონი პლანკის დახმარებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომზე მუშაობისას ჯგუფმა იმუშავა ორ დრამერთან - ანდრეას ჰოფმანთან და კლაუს დინგერთან. მათი დაკვრის სტილის გამო ალბომს ოდნავ დაჰკრავს მძიმე როკის ჟღერადობა. ეს დისკს საკმაოდ განასხვავებს შნაიდერის წინა კოლექტივისგან Organisation, ან შემდეგი ორი ალბომისგან, Kraftwerk 2 და Ralf und Florian, რომლებიც ჩაიწერა ჰიუტერისა და შნაიდერის დუეტის მიერ. მოგვიანებით დინგერმა აღნიშნა, რომ იგი უკრავს ფირფიტის მეორე მხარეს, ხოლო ჰოფმანი - პირველ მხარეს, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებული იყო, სანამ დინგერი მოვიდოდა სტუდიაში.
ინსტრუმენტული ფრაგმენტებიდან აღსანიშნავია ჰიუტერის სოლო პარტიები ჰემონდის ორგანსა და ელექტრონულ ბასზე სახელწოდებით 'ტუბონი'. პარალელურად შნაიდერი უკრავს ელექტრობულ ფლეიტაზე (Ruckzuck), ელექტრონულ ვიოლინოსა და გიტარაზე.
ალბომზე არ არის ვოკალური პარტიები და მხოლოდ სიმღერების Ruckzuck და Stratovarius ფრაგმენტები არიან ახლოს სტრუქტურულ როკ სიმღერასთან. Ruckzuck ჩაწერილი იქნა სატელევიზიო გადაცემისათვის ჯგუფის Organisation მიერ. ეს არის შავ-თეთრი ფირი ჰიუტერის, შნაიდერისა და დინგერის მონაწილეობით.
გარეკანის დიზაინი, რომელიც ჰიუტერს ეკუთვნის, არის ენდი უორჰოლის გავლენის მატარებელი. მასზე გამოსახულია საგზაო კონუსი, რომელიც უორჰოლის სტილშია დახატული. გარეკანის შიდა ნაწილზე გამოტანილია ელექტროსადგურის სურათი, რომელიც გადაიღეს დუსელდორფერლმა მხატვრებმა ბერნდმა და ჰილა ბეხერმა, რომლებიც უფრო ცნობილები არიან ფოტოგრაფიული ნამუშევრებით 'ტიპოლოგიები', სერიით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ინდუსტრიული ქალაქის ელემენტები და ეძღვნება საზოგადოებას, რომელმაც იგი ააშენა.
გიტარის მიხაელ როტერი შეუერთდა ჯგუფს ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ. იმავე პერიოდში ჰიუტერმა დროებით დატოვა კოლექტივი (1971). სამი ადამიანისგან შემდგარი Kraftwerk გამოვიდა ტელეეთერით გადაცემაში Beat-Club. ამის შემდეგ დინგერმა და როტერმა შექმნეს ცალკეული პროექტი, ჯგუფი Neu!, ჰიუტერი კი შეუერთდა შნაიდერს. საგულისხმოა, რომ ორივე ჯგუფს როგორც პროდიუსერი კურირებდა კონი პლანკი.
ალბომის არც ერთი სიმღერა არ შესრულებულა ცოცხლად ტურის Autobahn (1975) შემდეგ. დღემდე ალბომი ოფიციალურად არ გამოცემულა კომპაქტ დისკის სახით, მით უმეტეს, რომ Kraftwerk მას ნაკლებ ყურადღებას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, ალბომის მეკობრული ასლები ვრცელდებოდა 1990იანი წლებიდან, ლეიბლების Germanofon და Crown მიერ.
Ruckzuck გამოიყენებოდა შოუში ნიუტონის ვაშლი (მინეაპოლისი), ჯგუფთან შეუთანხმებლად. მოგვიანებით უცნობმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაცემისათვის დაწერა მისი საკუთარი ვერსია.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — რალფ ჰიუტერი და ფლორიან შნაიდერ-ესლებენი.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Ruckzuck[2]“ | 7:47 |
2. | „Stratovarius[3]“ | 12:10 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
3. | „Megaherz[4]“ | 9:30 |
4. | „Vom Himmel hoch[5]“ | 10:12 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რალფ ჰიუტერი – ორგანი, ტუბონი, ყდა
- ფლორიან შნაიდერი – ფლეიტა, ვიოლინო, ელექტრონული პერკუსია
- ანდრეას ჰოფმანი – დასარტყმელი საკრავები
- კლაუს დინგერი – დასარტყმელი საკრავები
- კონი პლანკი – ხმის ინჟინერი, პროდისერი
- კლაუს ლომერი – ხმის ინჟინრის დამხმარე
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | ნომერი კატალოგში | |
გერმანია | ნოემბერი, 1970 | Philips | გრამფირფიტა | 6305 058 | გასაშლელი ყდა |
საფრანგეთი | 1973 | Philips | გრამფირფიტა | 9118 002 | კონვერტი |
ბრიტანეთი | მარტი, 1973 | Vertigo | გრამფირფიტა | 6441 077 | ჯგუფის პირველი ორი გერმანული ალბომი ერთი გამოცემის სახით |
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველკვირეული ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1970) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
გერმანია (Official German Charts)[6] | 30 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Raggett, Ned. (2011 [last update])Kraftwerk 1 - Kraftwerk | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 9 July 2011.
- ↑ Ruckzuck - Kraftwerk-ის ოფიციალური არხი - SoundCloud
- ↑ Stratovarius - Kraftwerk-ის ოფიციალური არხი - SoundCloud
- ↑ Megaherz - Kraftwerk-ის ოფიციალური არხი - SoundCloud
- ↑ Vom Himmel Hoch - Kraftwerk-ის ოფიციალური არხი - SoundCloud
- ↑ "Musicline.de – Kraftwerk Single-Chartverfolgung" (გერმანულად). Media Control Charts. PhonoNet GmbH.
|