აზიმუტი
იერსახე
აზიმუტი (არაბ. السموت; „აზიმუტი“ არაბული სიტყვაა და მიმართულებას ნიშნავს) — კუთხე, რომელიც იქმნება ჩრდილოეთის მიმართულებას, დამკვირვებელსა და დასაკვირვებელ საგანს შორის. მას ჩრდილოეთის მიმართულებიდან საათის ისრის მოძრაობის გაყოლებით 0-დან 360°-მდე ითვლიან.[1]
რომ განვსაზღვროთ აზიმუტი, ჯერ კომპასით აუცილებლად უნდა დავადგინოთ ჰორიზონტის ძირითადი მხარეები. როდესაც ზუსტად გვეცოდინება ჩრდილოეთის მიმართულება, დავადგენთ ჩვენთვის საჭირო აზიმუტს და იმ მიმართულებით დავიწყებთ მოძრაობას.
ჰორიზონტის მხარეების მოძებნას და აზიმუტით მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურობისას, სამხედრო, საზღვაო და საავიაციო საქმიანობაში.