ალევიზმი
ალევიზმი — ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა.
შიიტების მსგავსად ეთაყვანებიან ალისა და თორმეტ იმამს. თაყვანს სცემენ ტრიადას: ალაჰი, მუჰამედი და ალი. რელიგიურ ღვთისმსახურებას ატარებენ არა მეჩეთებში, არამედ სახლებში. ცერემონიებს გარდა მამაკაცებისა, ესწრებიან ქალები, სრულდება მისტიკური მუსიკა და სარიტუალო სიმღერები. ალევიტები სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, არ მარხულობენ, არ მოილოცავენ მექას. ღვთისმსახურების ენა არის ქურთული და თურქული და არა არაბული. ალევიზმი ახლოს დგას შიიზმთან ალის თაყვანისცემის გამო, შეიცავს ქრისტიანობის ელემენტებს, მაგალითად ნათლობას. გავრცელებული იყო ოსმალეთის იმპერიაში, ალბანეთსა და ბოსნიაში, ძირითადად გამუსლიმებულ ქრისტიანებში. რიტუალური საკვებია პური, ღვინო და ყველი.
ალევიტები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბექთაშთა სუნიტურ ორდენთან, რომელიც დაარსებულია ჰაჯი ბექთაშის მიერ XIII საუკუნეში. ბექთაშის ორდენის წევრები წარმოადგენდნენ თავისუფლად მოაზროვნეთა კასტას, რომელიც ტრადიციული ისლამის საყოველთაო წესებს გარეთ იყო გასული. ოსმალეთის იმპერიაში ბექთაშის ორდენის წევრებს განეკუთვნებოდნენ ჯარის ელიტარული ნაწილის მეომარ იანიჩართა კორპუსის წევრები. 1826 წლიდან, იანიჩართა კასტის გაუქმებასთან ერთად ორდენის წევრები კარგავენ პრივილეგირებულთა სტატუსს. 1925 წლიდან კი, მუსტაფა ქემალის სეკულარული რეფორმებისა და ალევიტების და ბექთაშის ორდენის დევნის შემდეგ იძულებულნი დახდნენ დაეტოვებინათ თურქეთი და გადასულიყვნენ ბულგარეთსა და ალბანეთში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official Alevi-Bektashi Order of Derwishes website დაარქივებული 2014-05-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- A Sufi Metamorphosis: Imam Ali
- History of Sufism / Islamic Mysticism and the importance of Ali
- Alevis დაარქივებული 2009-01-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Alevi Bektaşi Research Site (თურქული)
- Semah from a TV show (YouTube)
- Semah - several samples (YouTube)