ალენ რობ-გრიიე
ალენ რობ-გრიიე | |
---|---|
ფრანგ. Alain Robbe-Grillet | |
დაბადების თარიღი | 18 აგვისტო, 1922[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | Saint-Pierre-Quilbignon, ფინისტერი, საფრანგეთი[14] [13] |
გარდაცვალების თარიღი | 18 თებერვალი, 2008[15] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [16] (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კანი, კალვადოსი, საფრანგეთი[17] [18] [13] |
საქმიანობა | მსახიობი[19] [20] [21] , კინორეჟისორი, სცენარისტი[17] [22] , მწერალი[17] [23] [11] , რომანისტი, აუდიოწიგნების მკითხველი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, agricultural engineer და რეჟისორი[24] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[25] |
ალმა-მატერი | სენტ-ლუის ლიცეუმი და Institut national agronomique |
Magnum opus | The Erasers, The Voyeur და La Jalousie |
ჯილდოები | ფენეონის პრემია, ლუი დელუკის პრემია, Sade Prize[26] , მონდელოს პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ღირსების ორდენის ოფიცერი და ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი |
მეუღლე | კათერინ რობ-გრიიე |
ალენ რობ-გრიიე (ფრანგ. Alain Robbe-Grillet; დ. 18 აგვისტო, 1922, ბრესტი, — გ. 18 თებერვალი, 2008, კანი) — ფრანგი პროზაიკოსი, სცენარისტი და კინორეჟისორი, „ახალი რომანის“ მთავარი იდეოლოგი, ფრანგული აკადემიის წევრი (2004 წლიდან; მიღების ცერემონია არ ჩატარებულა).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა აგრონომიის ეროვნული ინსტიტუტი. პირველი რომანი - „მეფისმკვლელი“ - რობ-გრიიემ 1949 წელს დაწერა, მაგრამ ის გამოუქვეყნებელი იყო 1978 წლამდე. რომანის ხელნაწერი ავტორმა პარიზის ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობას „გალიმარს“ შესთავაზა, რომელმაც უარი თქვა მის გამოცემაზე, თუმცა კი რობ-გრიიეს პირველი ცდა შეუმჩნეველი არ დარჩა და ხელნაწერი სხვა გამომცემლობის - „მინუის“ - ლიტერატურულ კონსულტანტს გადასცეს.
მომდევნო ორ წელიწადს რობ-გრიიე მუშაობს ხილისა და ციტრუსების კოლონიალურ ინსტიტუტში, რომლიდანაც ხშირად მიავლენენ მაროკოში, საფრანგეთის გვიანაში, გვადელუპასა და მარტინიკაზე. 1950 წლის ბოლოს ის ტოვებს ამ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ის წერს თავის მეორე რომანს „საშლელები“ („Les Gommes”) და მას გამომცემლობა „მინუის“ სთავაზობს. სწორედ ამ გამომცემლობამ გამოაქვეყნა მისი რომანი 1953 წელს. კრიტიკას რომანისათვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ამ დროიდან მოყოლებული რობ-გრიიე ლიტერატურულ შემოქმედებაში ეფლობა.
მწერლის ნამდვილი წარმატება დაკავშირებულია მისი შემდეგი რომანის - „მზირის“ - გამოცემასთან 1953 წელს. რომანმა მიიღო კრიტიკის პრესტიჟული პრემია, რასაც ხმაურიანი სკანდალი მოჰყვა. რიგ გაზეთებში გამოქვეყნდა გამაცამტვერებელი სტატიები, რომლებშიაც ნათქვამი იყო, რომ წიგნი იმსახურებს არა პრესტიჟულ პრემიას, არამედ საქმის განხილვას სასამართლოში საზოგადოებრივი მორალის შეურაცყოფის თაობაზე. თვით ავტორის მისამართით კი იყო რეკომენდაციები, რომ მას ფსიქიატრიულ კლინიკაში გაევლო მკურნალობის კურსი. ამავდროულად რობ-გრიიემ ფართო მხარდაჭერა მიიღო ისეთი ცნობილი კრიტიკოსებისაგან, როგორებიც იყვნენ როლან ბარტი და მორის ბლანშო. მწერლის დასაცავად თავიანთი აზრი გამოთქვეს აგრეთვე ალბერ კამიუმ და ანდრე ბრეტონმა.
მათი მხარდაჭერით რობ-გრიიემ ჟურნალ „ექსპრესში“ მიიღო სვეტი, რომელშიაც გამოაქვეყნა ცხრა სტატიისაგან შემდგარი სტატია საერთო სათაურით „ლიტერატურა დღეს“. ეს სერია, რომელიც ქვეყნდებოდა 1955 წლის ოქტომბრიდან 1956 წლის თებერვლამდე, მოგვიანებით საფუძვლად დაედო ესსეების პროგრამულ კრებულს „ახალი ლიტერატურისათვის“, რომელიც დასახელებული მიმართულების მანიფესტად იქცა. მწერლის გამოსვლები ყოველთვის იქცეოდა ხოლმე ცხარე ლიტერატურული დისკუსიების საგნად, რომლებიც არ შემწყდარან 1970-იანი წლების ბოლომდე. რობ-გრიიე დაინიშნა ჯერ გამომცემლობა „მინუის“ რეცენზენტად, მოგვიანებით კი მის ლიტერატურულ დირექტორად. მისი ხელმძღვანელობით ეს გამომცემლობა გადაიქცა მიმართულება ახალი რომანის ჭეშმარიტ ცენტრად, თავად რობ-გრიიე კი ხდება აღიარებული ლიდერი მოძრაობისა,, რომელსაც შეუერთდნენ მიშელ ბიუტორი, ნატალი საროტი, მარგერიტ დიურასი, კლოდ სიმონი, რობერ პენჟე. ამ პერიოდში რობ-გრიიე აგრძელებს აქტიურ ლიტერატურულ მუშაობას. იბეჭდება მისი რომანები „ლაბირინთში“ (1959), „ეჭვიანობა“ (1957). 1960-იანი წლების დასაწყისში მწერალი აქტიურად ერთვება კინემატოგრაფიულ მოღვაწეობაში, - პირველად როგორც სცენარისტი, ხოლო შემდგომ კი აგრეთვე როგორც ნაყოფიერი რეჟისორი.
1963 წელს მან ნ. საროტთან, ს. დე ბოვუართან და ჟ.-პ. სარტრთან ერთად პირველად მოინახულა ლენინგრადი და მოსკოვი. შემდგომში ის არაერთხელ ესტუმრა რუსეთს, მეუღლესთან ერთად იმოგზაურა ტრანსციმბირის მაგისტრალზე, რომლის დასასრულსაც ნახოდკიდან ზღვით კორეაში გაემგზავრა. 1971-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, შემდეგ კი საფრანგეთში დაბრუნდა და კანში დასახლდა.
1985 წელს მკითხველებმა და კრიტიკოსებმა ახალი შოკი მიიღეს რობ-გრიიეს ავტობიოგრაფიული ტრილოგიის პირველი ნაწილით - „სარკე, რომელიც ბრუნდება“. მეორე ნაწილი, „ანჯელიკა, ანუ მკითხაობა“ გამოიცა 1988, ხოლო მესამე, „კორინთის უკანასკნელი დღეები“ – 1994 წელს. ნაწარმოები მხოლოდ შორიდან თუ გაგვახსენებს ტრადიციულ ავტობიოგრაფიას. ამ ფსევდოავტობიოგრაფიაში ავტორი თავისუფლად ახდენს რეალობისა და გამონაგონის აღრევას, რითაც კიდევ უფრო ამაგრებს თავის რეპუტაციას ლიტერატურული ექსპერიმენტატორისა.
2001 წელს გამომცემლობა „მინუიში“ გამოდის მწერლის უკანასკნელი რომანი „გამეორება“. ეს უკვე ლიტერატურული თამაშია, ავტოპაროდიაც კი. ავტორი ვინმე გაურკვეველი მთხრობელის სახით ხშირად თვითონ ერთვება მოყოლის პროცესში, ახდენს რა მის კორექტირებას. ტექსტში გვხვდება მითითებები ფარულ ლიტერატურულ ალუზიებზე, კერძოდ, თვით რობ-გრიიეს ადრინდელ ნაწარმოებებზე. რომანში აღწერილია ჯაშუშური ისტორია ცივი ომის პირველი წლებიდან. ჯაშუშური რომანი გაშლის კვალობაზე მზარდი რაოდენობით ივსება უცნაური დეტალებით.
როგორც ითქვა, რობ-გრიიე მუშაობდა აგრეთვე კინემატოგრაფშიც. იყო რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი, რომელთა შორის არის ალენ რენეს „გასულ წელს მარიენბადში“ (1961). როგორც რეჟისორმა დადგა ფილმები „უკვდავი ქალი“(1963), „ტრანს-ევროპული ექსპრესი“ (1966), „ადამიანი, რომელიც იტყუება“ (1968), „სამოთხე და შემდეგ/L’Eden et après» (1970), "თანდათანობითი ჩაცურება სიამოვნებაში“//Glissements progressifs du plaisir» (1974), „ცეცხლთან თამაში//Le Jeu avec le feu» (1975), „ხმაური, რომელიც ჭკუიდან გშლის/Un bruit qui rend fou» (1995), „თქვენ გრადივა გირეკავთ/C’est Gradiva qui vous appelle» (2006) (გერმანელი მწერალის ვილჰელმ იენსენის რომანის „გრადივასა“ და ზიგმუნდ ფროიდის წიგნის «ბოდვა და სიზმრები იენსენის „გრადივაში“» მიხედვით).
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობ-გრიიეს პირველი რომანების სტილი შეიძლება დახასიათდეს როგორც შოზიზმი (ნივთიზმი). თხრობა განზრახ უპირობო და ორგანზომილებიანია. მისი მთავარი მოტივია საგნების, უსულო ნივთების, რაღაც შემთხვევითი ყოფითი დეტალების აკვიატებული და გამეორებადი აღწერა-ინვენტარიზაცია, რომელიც, - ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, - სრულიად ზედმეტია და თხრობა მოვლენათა შესახებ, ასევე პერსონაჟების ხატები უკანა პლანზე გადაყავს. მაგრამ თანდათანობით ნათელი ხდება, რომ აქ არანაირ მოვლენებთან არა გვაქვს საქმე, და რომ სამყაროს საგნების აღწერა-ინვენტარიზაცია გვაიძულებს დავსვათ საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის ყოფიერება. ერთადერთი, რისი მტკიცებაც შეიძლება რობ-გრიიეს სამყაროს შესახებ - ეს არის მისი არსებობა. ყველაფერი, რაც კი არის სამყაროში, - ეს ნიშნებია, მაგრამ არა ნიშნები რაიმესი, არა სიმბოლოები, არამედ თავისი თავის ნიშნები. მაშასადამე, რობ-გრიიე გადაჭრით წყვეტს კავშირს მეტაფორასა და ანტროპომორფიზმთან.
რობ-გრიიეს პროზის წყობას, მიუხედავად გარეგნული სიმარტივისა და გაუპიროვნებულობისა, ხშირად უწოდებენ ამოუცნობსა და გაუგებარს, და მდგრადი გამოთქმა „რობ-გრიიეს რომანი-ლაბირინთები“ შემთხვევით არ გაჩენილა.
„ნივთიზმიდან“ რობ-გრიიე „სათამაშო“ ტექსტებზე გადავიდა, რომლებშიაც გამოყენებულია მასობრივი კულტურის მითოლოგემები, არაცნობიერის არქეტიპები. რობ-გრიიეს რომანებში ძლიერდება ადრინდელი ნაწარმოებებისთვისაც დამახასიათებელი პაროდიული საწყისი, - ჩნდება პაროდიები პოლიციურ, სასიყვარულო, კოლონიალურ რომანებზე, პორნო-სათავგადასავლო ფილმებზე, აგრეთვე მოდურ ინტელექტუალურ სტერეოტიპებზე. ამ პერიოდს მიეკუთვნება რომანი-დეტექტივი „რევოლუცის პროექტი ნიუ-იორკისათვის“ (1970), რომანი „ქალაქ-მოჩვენების ტოპოლოგია“ (1975). ასე მაგალითად, რომანში „რევოლუცის პროექტი ნიუ-იორკისათვის“ გათამაშებული, ხელოვნური აუღელვებლობით აღწერილია გოგონას შემზარავი წამება, შემდეგ კი ეს სცენა მრავალჯერ მეორდება ვარიაციებით და საბოლოოდ კი გაუგებარია, აღწერის ობიექტი ისევ ის გოგონაა თუ არა და ვინ არიან მისი მაწამებლები. სერიულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რობ-გრიიეს პოეტიკაში. ამ მხრივ საინტერესო იქნებოდა მწერლის სტილისტიკისა და სერიული აზროვნების ფილოსოფიური კონცეპციის დაკავშირება.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სცენარისტი
- 1961 - გასულ წელს მარიენბადში / L’année dernière à Marienbad
- 1963 - უკვდავი ქალი / L’immortelle
- 1967 - ტრანს-ევროპული ექსპრესი | Trans-Europ-Express
- 1968 - ადამიანი, რომელიც იტყუება“ | / L’homme qui ment
- 1969 - საშლელები / Les gommes …
- 1970 - სამოთხე და შემდეგ / L'éden et après
- 1971 – N-მა აიღო ძვლები... / N. a pris les dés…
- 1973 - თანდათანობითი ჩაცურება სიამოვნებაში /Glissements progressifs du plaisir
- 1974 - ცეცხლთან თამაში / Le jeu avec le feu
- 1982 - მშვენიერი ტყვე ქალი / La belle captive
- 1994 - ცისფერი ვილა / Un bruit qui rend fou
- 1994 - ტაქსანდრია / Taxandria
- 2006 - თქვენ გრადივა გირეკავთ / Gradiva (C’est Gradiva qui vous appelle)
რეჟისორი
- 1963 - უკვდავი ქალი / L'immortelle
- 1967 - ტრანს-ევროპული ექსპრესი | Trans-Europ-Express
- 1968 - ადამიანი, რომელიც იტყუება“ | / L’homme qui ment
- 1970 - სამოთხე და შემდეგ / L'éden et après
- 1971 – N-მა აიღო ძვლები... / N. a pris les dés…
- 1973 - თანდათანობითი ჩაცურება სიამოვნებაში /Glissements progressifs du plaisir
- 1974 - ცეცხლთან თამაში / Le jeu avec le feu
- 1982 - მშვენიერი ტყვე ქალი / La belle captive
- 1994 – ხმაური, რომელიც ჭკუიდან გშლის / Un bruit qui rend fou
- 2006 - თქვენ გრადივა გირეკავთ / Gradiva (C’est Gradiva qui vous appelle)
მსახიობი
- 1967 - ტრანს-ევროპული ექსპრესი | Trans-Europ-Express - ჟანი, რეჟისორი
- 1973 - თანდათანობითი ჩაცურება სიამოვნებაში /Glissements progressifs du plaisir - გამვლელი
- 1999 - მოპოვებული დრო / Le Temps retrouvé — გონკური
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fedorov, Alexander. Analysis of Art House Media Texts Use during Media Studies in the Student Audience (Alain Robbe-Grillet Movies Case Study) დაარქივებული 2017-08-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 NooSFere — 1999.
- ↑ 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Fichier des personnes décédées
- ↑ birth certificate
- ↑ http://www.bloomberg.com/apps/news?pid=20601088&sid=aF1d_zwwLY40&refer=home
- ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ 17.0 17.1 17.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118601423 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.gastongazette.com/news/local/today-in-history-dale-earnhardt-dies-at-daytona-1.97594
- ↑ http://frenchfilmsite.com/review/1966-T/Trans_Europ_Express.html
- ↑ http://vaguevisages.com/2014/09/20/francoise-brion-in-alain-robbe-grillets-limmortelle-1963/
- ↑ http://www.satanic-pandemonium.com/2015/02/deadly-sweet-aka-col-cuore-in-gola.html
- ↑ http://muse.jhu.edu/journals/framework_the_journal_of_cinema_and_media/v052/52.1.miller.html
- ↑ http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/02/19/AR2008021900339.html
- ↑ www.acmi.net.au
- ↑ LIBRIS — 2012.
- ↑ https://www.nouvelobs.com/actualites/20080219.BIB0841/robbe-grillet-m-039-a-assassinee.html
- დაბადებული 18 აგვისტო
- დაბადებული 1922
- საფრანგეთში დაბადებულები
- გარდაცვლილი 18 თებერვალი
- გარდაცვლილი 2008
- საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერები
- ფრანგი მწერლები
- ფრანგი კინორეჟისორები
- ფრანგული აკადემიის წევრები
- თენეონის პრემიის ლაურეატები
- ფრანგი ლიტერატურის კრიტიკოსები
- ფრანგი მამაკაცი რომანისტები
- XX საუკუნის ფრანგი რომანისტები
- ფრანგი მამაკაცი არამხატვრული მწერლები