შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე არსენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენიშვილი.

ალექსანდრე (ალი) ილიას ძე არსენიშვილი (დ. 1892, სოფ. დაბაძველი, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ნოემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი და მთარგმნელი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულ და ქართულ პრესაში. 1918 წლიდან „ცისფერყანწელებს“ მიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში არსენიშვილი მარქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. არსენიშვილმა თარგმა პ. მერიმეს, თ. დრაიზერის და სხვა ნაწარმოებები.