შინაარსზე გადასვლა

არწრუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არწრუნები (სომხ. Արծրունիներ) — გავლენიანი სომხური საგვარეულო, ცნობილია IV საუკუნიდან. მათი საგვარეულო სამფლობელო იყო ადამეკერტი (თანამედროვე ბაშკალი). VII საუკუნეში შეიძინეს რშტუნის საგვარეულო სამფლობელოები ვანის ტბის სამხრეთ სანაპიროზე. მათი პოლიტიკური ცენტრი იყო ვანი, შემდგომში მათ დაიმორჩილეს მთელი ოლქი და აქ, 908 წელს, ვასპურაკანის სამეფო გამოაცხადეს, რომელმაც 1021 წლამდე იარსება. სამეფო დინასტიის დამაარსებელი იყო გაგიკი. სელჩუკთა შემოსევების შემდეგ მეფე სენექერიმმა თავისი სამეფო ბიზანტიელებს დაუთმო. არწრუნთა საგვარეულო შემდეგ აღთამარის კათოლიკოსის სახელოს ფლობდა.