ბარბაცა
იერსახე
ბარბაცა — აერთებს დგუშს მუხლა ლილვთან და დგუშის წინსვლის-უკუსვლის ძრაობას გარდაქმნის მუხლა ლილვის ბრუნვის ძრაობად. ასრულებს რთულ ძრაობას და იღებს დიდ დატვირთვას, რომელიც იცვლება სიდიდისა და მიმართულების მიხედვით. ბარბაცა არის ხისტი, მტკიცე და ამავდროულად ინერციის ძალების შემცირების მიზნით - მსუბუქი.