ბარიმა
იერსახე
ბარიმა — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ორინოკოს შენაკადი, რომელსაც ის ატლანტის ოკეანის სანაპიროსგან 4 მილის მოშორებით ერწყმის. სიგრძე — 470 კმ. სათავეს იღებს გაიანაში და შემდეგ მიემართება დაახლოებით 210 მილს, სანამ შევა ვენესუელის ტერიტორიაზე, შესართავიდან 50 მილის მანძილზე.
ბარიმაზე გაშენებულია გაიანის ბარიმა-ვაინის დასახლებული პუნქტები — მაბარუმა და კორიაბო.