ბელერიანდი
ბელერიანდი — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, პირველ ეპოქაში, შუახმელეთის რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში. თავდაპირველად ასე ეწოდებოდა ტერიტორიას ბალარის ყურესთან, მაგრამ დროთა განმავლობაში სახელი მთელ ტერიტორიას დაერქვა.
სიტყვების ელემენტი „ბელერ/ბალარ“, როგორც თვლიან, მაიარებისგან მომდინარეობდა, კერძოდ - ოსესგან, რომელიც ბალარის ნაპირთან ცხოვრობდა.
დასავლეთით და სამხრეთით ბელერიანდს ერთვოდა საკმაოდ გრძელი ნაპირი, რომელსაც ებჯინებოდა დიდი ზღვა ბელეგაერი. ჩრდილოეთით მდებარეობდა ჰითლუმის, დორთონიონისა და ჰიმრინგის მთიანი რეგიონები. აღმოსავლეთით განლაგებული იყო ერედ ლუინის მთების ჯაჭვი, რომელიც ზღვამდე აღწევდა. ნევრასტის მიწა ჩრდილო-დასავლეთში ხშირად ბელერიანდის ნაწილად ითვლებოდა.
ბელერიანდის მთავარი მდინარე იყო სირიონი, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოედინებოდა და ამ მიწას ყოფდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბელერიანდად. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მას კვეთდა მთების ჯაჭვი და მკვეთრი ამაღლება ანდრამი (გრძელი კედელი). მის აღმოსავლეთით მოედინებოდა მდინარე გელიონი. მისი ექვსივე განშტოება ჩაედინებოდა ერედ ლუინში, რომელიც ოსირიანდად ან შვიდი მდინარის მიწად იყო ცნობილი. ფალასის დასავლეთ მიწაზე ასევე მოედინებოდა ორი მომცრო მდინარე, ბრითონი და ნენინგი.
პირველი ეპოქის 583 წელს ვალართა მორგოთთან ომის დროს ბელერიანდი მთლიანად განადგურდა. დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთ ბელერიანდის მცირე ნაწილი, რომელსაც ლინდონი დაერქვა. თუმცა, მეორე წყაროს მიხედვით ცნობილია, რომ ბელერიანდის სხვა ნაწილები შემორჩა მეორე ეპოქაშიც, მაგრამ ნუმენორის დანგრევას შეეწირა.
წინასწარმეტყველების თანახმად ისე მოხდა, რომ ტურინ ტურამბარისა და მორუენის, მისი დედის საფლავები ტოლ მორუენის კუნძულად წოდებულ ადგილზე შემორჩა. დორთონიონის ნაწილად იქცა ტოლ ფუინი, ხოლო ჰიმლინგის გორა - უბრალოდ ჰიმლინგად. ყველა ერთად ქმნიდა დასავლეთ კუნძულებს.
სამეფოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გონდოლინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გონდოლინი (პირველი ეპოქა, დაახ. 126 – 510, იარსება 384 წელი) — მეფე ტურგონის მმართველობისას დიდი დამალული ქალაქი. მდებარეობდა გარშემორტყმულ მთებში.
დორიათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დორიათი — სინდართა დამალული მიწა. მას „შემოღობილ ქვეყანას“ უწოდებდნენ, ვინაიდან მისმა დედოფალმა, მელიანმა დაიცვა შელოცვილი უხილავი გარსით. ამ გარსის გამო მასში მეფე თინგოლის ნებართვის გარეშე ვერავინ შედიოდა.
ნარგოთრონდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნარგოთრონდი — ციხესიმაგრე, აშენებული ფინროდ ფელაგუნდის მიერ. მდებარეობდა ნაროგის ნაპირებზე, ბელერიანდის ტერიტორიაზე. იგი იყო ფელაგუნდის სამეფოს ძირითადი წერტილი და მოიცავდა მიწებს ჩრდილოეთით (ტალათ დირნენს და სხვებს).
ჰითლუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰითლუმი (ს, წარმ. [ˈhiθlum]) — ბელერიანდის რეგიონი, ჰელკარაქსის მახლობლად. განადგურებული იქნა რისხვის ომის დროს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელერიანდი ითარგმნება როგორც ბალარის მიწა, დაბოლოებით - -ian(d), რომელიც ადგილებსა და ქვეყნებს აღნიშნავს. „შუახმელეთის ისტორიის“ ერთ-ერთ ტომში, დაკარგული მოთხრობების წიგნში, მითითებულია მისი ქუენიური სახელი - ვალარიანდე (Valariandë). ტოლკინის ამა თუ იმ ხელნაწერში ბელერიანდს სხვადასხვა სახელი აქვს (ისევ და ისევ „შუახმელეთის ისტორიის“ ტომებიდან გამომდინარე) - ბროსელიანდი (Broseliand), გოლოდჰინანდი (Golodhinand), ნოლდორინანი (Noldórinan), გელერიანდი (Geleriand), ბლადორინანდი (Bladorinand), ბელაურიენი (Belaurien), არსირიანდი (Arsiriand), ლასირიანდი (Lassiriand) და ოსირიანდი (Ossiriand) - ეს უკანასკნელი მოგვიანებით იქცა სულ სხვა მიწის სახელწოდებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარპენტერი, ჰამფრი, რედ. (1981), ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-31555-7
- ტოლკინი, ჯ. რ. რ. (1986), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., შუახმელეთის მოწყობა, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-42501-8
|