შინაარსზე გადასვლა

გიორგი გავაშელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა გავაშელი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი გრიგოლის ძე გავაშელი
დაბადების
თარიღი
18 თებერვალი, 1947
დაბადების
ადგილი
გაგრა,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
25 დეკემბერი, 1997 (50 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ურენგოი,
იამალ-ნენთა ავტ. ოკრუგი,
ტიუმენის ოლქი,
რუსეთი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1976 დინამო თბ. 183 (48)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გიორგი 'გოჩა' გავაშელი (დ. 18 თებერვალი, 1947, გაგრა, საქართველოს სსრ — გ. 25 დეკემბერი, 1997, ურენგოი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ წევრი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1968).[1]

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1966 წელს თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 1967 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, ჩაატარა 183 მატჩი და მოწინააღმდეგის კარი 48-ჯერ აიღო. 1968 წლის საკავშირო პირველობაზე გატანილი 22 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირის სახელი დაიმკვიდრა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[2] 1976 წელს გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, გარდა ამისა მან ჩაატარა 4 მატჩი და 1 გოლი გაიტანა უეფა-ს თასის 1973–74 წლების გათამაშების პირველი წრის (1/32 ფინალი) მატჩში სოფიის „სლავიის“ წინააღმდეგ.[3] 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970 [4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]