გონიერი ქმნილება
იერსახე
გონიერი ქმნილება, ასევე გონიერი დიზაინი (ინგლ. Intelligent design) — მტკიცება, რომ „სამყაროსა და ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი თვისება ყველაზე უკეთ იხსნება გონიერი მიზეზით და არა ბუნებრივი სელექციის უმართავი პროცესით“. ეს არის ღმერთის არსებობის ტრადიციული თეოლოგიური არგუმენტის თანამედროვე ფორმა, მოდიფიცირებული სახით, რათა არ მოხდეს მითითება შექმნელის ბუნებასა თუ იდენტიფიკაციაზე. მის ძირითად პროპონენტებს სწამთ, რომ ეს შემქნელი ღმერთია. გონიერი ქმნილების მხარდამჭერთა მტკიცებით ეს მეცნიერული თეორიაა და ცდილობენ ფუნდამენტურად გადახედონ მეცნიერებას, რათა სამყაროს შექმნის ზებუნებრივი ახნა მიღებულ იქნეს.