შინაარსზე გადასვლა

დედამიწის ბირთვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედამიწის მოდელი

დედამიწის ბირთვიდედამიწის ცენტრალური ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია 3470 კმ საშუალო რადიუსის მქონე სფერული ზედაპირით. მდებარეობს 2900 კმ სიღრმეზე. დედამიწის ბირთვს ყოფენ გარეგან ბირთვად (E ფენა), გარდამავალ ზონად (F ფენა) და შიგაბირთვად (G ფენა). დედამიწის ბირთვის ნივთიერება ქვედა მანტიის ნივთიერებისაგან განსხვავდება მაღალი სიმკვრივით, ელექტროგამტარობით, გრძივი სეისმური ტალღების გავრცელების ნაკლები სიჩქარით. დედამიწის ბირთვის შემადგენელი ნივთიერების შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ დედამიწის ბირთვის ნივთიერება მანტიის ნივთიერების მსგავსია.