შინაარსზე გადასვლა

დიდი ბულგარეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი დიდი ბულგარეთის გავლენის სფერო დაახ. 650 წელს.
ბულგარელების განსახლება VI-VII საუკუნეებში.

ძველი დიდი ბულგარეთი, ან დიდი ბულგარეთი (ალტერნატ. სახელი: ონოგურია) — ბულგართა სახელმწიფო, დაფუძნებული კუბრატის მიერ, რომელმაც მცირე ხანი იარსება VII საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის სტეპში მდინარეებს დნესტრსა და ქვემო ვოლგას შორის.[1]

ბულგარეთის ხანების ნომინალიის მიხედვით სახელმწიფო დააარსა დულოს დინასტიის წარმომადგენელმა კუბრატმა, რომელმაც შეძლოდ ბულგარეთის ტომების უტიგურებისა და კუტრიგურების გაერთიანება.[2]კუბრატმა მოახერხა ხუნძების გავლენისგან თავის დაღწევა და სამფლობელოს დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიებზე გავრცობა.

კუბრატის გარდაცვალება კონსტანტინე IV-ს მეფობის პერიოდში ნიკიფორე I-მა აღწერა. კუბრატის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ხუთი ვაჟიდან უფროსი ბატბაიანი ავიდა. კუბრატის სხვა შვილებმა არ გაითვალისწინეს მამის რჩევა შეენარჩუნებინათ ერთიანობა და თავის ტომებთან ერთად მიატოვეს სამეფო. 668 წელს ხაზარების წნეხის ქვეშ დიდი ბულგარეთი დაიშალა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Theophanes,Op. cit., p. 356-357
  2. Mingazov S. Kubrat - the Ruler of Great Bulgaria and Ketrades - character of John of Nikiu work - Kazan: Institute of History of Academy of Science of Republic of Tatarstan, 2012
  3. The Other Europe in the Middle ages: Avars, Bulgars, Khazars, and Cumans, Florin Curta, BRILL, 2008, ISBN 9004163891, p. 351.