შინაარსზე გადასვლა

ვერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგრძის ძველებური რუსული ერთეულები.

ვერსი (რუს. верста́) — სიგრძის საზომი ძველებური ერთეული რუსეთში, დასტურდება XII ს-იდან, იყენებდნენ 1918 წლამდე, საქართველოში XIX საუკუნის დამდეგიდან გვხვდება საგზაო და სამიჯნო ვერსები.

საგზაო (путевая) ვერსი გამოიყენებოდა გზებზე მანძილის გასაზომად და XIX საუკუნემდე შეადგენდა 500 საჟენს (მხარს) ანუ 1066,8 მ, სამიჯნო (межевая) ვერსი გამოიყენებოდა XVII–XVIII საუკუნეებში ძირითადად მიწების გამიჯვნის დროს, შეადგენდა 1000 საჟენს ანუ 2133,6 მ.

  • ჯაფარიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • Каменцева Е. И., Устюгов Н. В., Русская метрология, 2 изд., М., 1975.