შინაარსზე გადასვლა

თელქსინოე (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელქსინოე (ძვ. ბერძნ. Θελξινόη), იუპიტერ XVII, S/2003 J 22 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

თელქსინოე აღმოაჩინეს 2004 წელს სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფის მიერ 2003 წლის 9 თებერვალს გადაღებულ ფოტოებში და დროებით დასახელდა S/2003 J 22.[1][2] 2005 წლის მარტში თანამგზავრს სახელი ეწოდა ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მუზის, თელქსიოპის პატივსაცემად.[3]

თელქსინოე აკეთებს სრულ ბრუნვას იუპიტერის გარშემო საშუალოდ 21,162,000 კმ მანძილზე. 628 დღეში და 43 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0,2206. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 151,4°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელქსინოეს დიამეტრი დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04. ვარსკვლავიერი სიდიდე 23.5m.

  1. IAUC 8276: S/2003 J 22. ციტირების თარიღი: 2009-09-30 5 января 2004 (Открытие)
  2. MPEC 2004-B41: S/2003 J 22 დაარქივებული აპრილი 13, 2020 საიტზე Wayback Machine 24 января 2004 (Открытие и эфемериды)
  3. IAUC 8502: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-15. ციტირების თარიღი: 2009-09-30. 30 марта 2005 (Присвоение имени спутнику)