ირანის გერბი
ირანის გერბი | |
---|---|
ვერსიები | |
დეტალები |
ირანის გერბი (სპარს. نشان رسمی ایران) — ირანის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო, რომელიც იხმარებაა 1979 წლის ირანის რევოლუციის პერიოდიდან, თანამედროვე სახით კი, მიღებულ იქნა 1980 წელს. გერბის გამოსახულება წარმოადგენს სპარსულ სტილიზებულ წარწერას, სიტყვისთვის „ალაჰი“ (اﷲ).
სიმბოლო ოთხი ნახევარი მთვარისაგან და ერთი ხანჯლისაგან შედგება. ეს ხუთი ნაწილი განასახიერებს ისლამის ხუთ ბურჯს. ხანჯალს ზემოთ შადაა (თაშიდიდი) გამოსახული — არაბული დიაკრიტიკული ნიშანი, რომელიც გამოიყენება ასოების გაორმაგებისთვის. გერბის გამოსახულება ტიტის ფორმისაა — ტრადიციულად, ლეგენდის მიხედვით მიიჩნევა, რომ ირანის გმირების საფლავზე ტიტა ამოდის. ბოლო პერიოდში, ტიტა მოწამოების სიმბოლო გახდა. გერბის ავტორია ჰამიდ ნადიმი, რომელიც რუჰოლა ხომეინმა 9 მაისს, 1980 წ დაამტკიცა. ირანის გერბი დაშიფრულია იუნიკოდის სისტემაში კოდით U+262B (☫).