კოსოვოს ეკონომიკა
კოსოვოს ეკონომიკა | |
---|---|
ვალუტა | ევრო (€) |
ფისკალური წელი | 2014 |
სტატისტიკა | |
მშპ (ნომინალი) | 7387 მლნ[1] |
მშპ (მუპ) | 7387 მლნ[1] |
მშპ ზრდა | 2,7% |
მშპ ერთ სულზე | 8000 (2014) |
ინფლაცია | 1.3% (2021) |
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ |
21,6 % (2017 წელი) |
Gini index | 29.0 (დაბალი) 2017 |
შრომითი რესურსი | 500,300 ადამიანი (2017 წელი, ოფიციალური მონაცემები [2], მათ შორის, ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართული პირების მიახლოებითი რაოდენობა. |
უმუშევრობა | 25,9% (2017) |
მრეწველობის მთავარი დარგები | სასარგებლო წიაღისეული, სამშენებლო მასალები, ფერადი ლითონები, ტყავი, მანქანა, ელექტრო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სასმელები და ტექსტილი. |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $577 მილიონი (2020) |
საქონლის ექსპორტი | ლითონის მოპოვება და დამუშავება, მინერალური პროდუქტები, კვების პროდუქტები და სასმელები, პლასტმასისა და რეზინის ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ტყავის ნაწარმი, ტექსტილი, მანქანა და ელექტრონული მოწყობილობები. |
ძირითადი პარტნიორები |
ევროკავშირი 30.2% შვეიცარია 7.8%[3] |
იმპორტი | $3.731 მილიარდი (2018) |
საქონლის იმპორტი | მინერალური პროდუქტები, კვების პროდუქტები და სასმელები, მოწყობილობები და ელექტროტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ქიმიური პროდუქცია, პლასტმასისა და რეზინის ნაწარმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ტექსტილი, ცოცხალი საქონელი |
სავაჭრო პარტნიორები |
ევროკავშირი 43.5% |
სახელმწიფოს შიდა ვალი | მშპ-ს 16.6% (2017) |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | $1.175 მილიონი (2017) |
შემოსავლები | $2.256 მილიარდი (2017) |
გასავლები | $2.166 მილიარდი (2017) |
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
კოსოვო — სერბეთის უღარიბესი რაიონი. კოსოვოს და მეტოქიის ეკონომიკური ავტონომია, უწინდებურად, სხვადასხვა ქვეყნებისა და ალბანური დიასპორების ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით 8000 აშშ დოლარს შეადგენს.
განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი დახმარების მიუხედავად, კოსოვო ყოფილი იუგოსლავიის ყველაზე ღარიბი რეგიონი იყო. 1990-იანი წლების განმავლობაში, ცუდმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, საერთაშორისო სანქციებმა, საგარეო ბაზრებთან და ფინანსებთან სუსტმა წვდომამ, ასევე ეთნიკურმა კონფლიქტებმა, უდიდესი ზიანი მიაყენა ისედაც სუსტ ეკონომკას[5].
1999—2007 წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევრო — კოსოვოს ძირითადი ვალუტაა, რომელსაც იყენებენ UNMIK და დე-ფაქტო სახელმწიფო ორგანოები.[6] სერბული დინარი გამოიყენება ავტონომიის (დე-ფაქტო კოსოვოს რესპუბლიკის) ჩრდილოეთით, სადაც სერბი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს.
2008 — დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) საშუალო მაჩენებელი, საათში $2,98 შეადგენდა.
ეკონომიკას მნიშვნელოვნად ასუსტებს კოსოვოს გადაუჭრელი საერთაშორისო სტატუსი, რომელიც ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვას ართულებს[7]. რეგიონის ეკონომიკურმა სისუსტემ, ჩრდილოვან ეკონომიკას შეუწყო ხელი, რომელშიც ძირითად კონტრაბანდულ საქონელს წარმოადგენს ბენზინი, სიგარეტი და ცემენტი .
2002 წლიდან ევროპის კომისია კოსოვოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აკეთებს.
შემოსავლების უდიდეს ნაწილს, უცხოეთში მცხოვრებ პირთა ფულადი გზავნილები შეადგენს (2013 წელს — 633 მილიონი ევრო)[2].
კოსოვოში პრობლემად რჩება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი — 2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 30,0%[2]. მართალია, 2000-იანი წლების ბოლოდან უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება. 2005 წელს, ადგილობრივი სტატისტიკის სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, კოსოვოში უმუშევრობა 39,7% შეადგენდა, 2010 წელს — უკვე 45,4% იყო[2].
კომპანიების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანკები და სადაზღვევო კომპანიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის დასაწყისში, ავტონომიის ტერიტორიაზე 9 კომერციული ბანკი და 13 სადაზღვევო კომპანია მუშაობდა[2].
- Raifeisen
- Procredit
ტელეკომუნიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kosova Steel
მოსახლეობის შემოსავლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წელს, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) საშუალო მაჩვენებელი (ბრუტო) €558 და (ნეტო) €498 შეადგენდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kosovo World Bank
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Арляпова 2014.
- ↑ |url=https://webgate.ec.europa.eu/isdb_results/factsheets/country/details_kosovo_en.pdf&ved=2ahUKEwiTuOODnd7mAhWJfFAKHcFFD64QFjAQegQICRAB&usg=AOvVaw1qI50cA_pmXtnM1KxYIxpa[მკვდარი ბმული]
- ↑ |url=https://webgate.ec.europa.eu/isdb_results/factsheets/country/details_kosovo_en.pdf&ved=2ahUKEwiTuOODnd7mAhWJfFAKHcFFD64QFjAQegQICRAB&usg=AOvVaw1qI50cA_pmXtnM1KxYIxpa[მკვდარი ბმული]
- ↑ Kosovo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-09. ციტირების თარიღი: 2021-04-03.
- ↑ Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
- ↑ BBC NEWS | Business | Brussels offers first Kosovo loan