აბდ ალ-ქარიმმა იერიში მიიტანა ალავაზე, ხოლო მისმა ძმამ აბდ ალ-მალიქმა, ასტურიის სამეფოს ცენტრში, ოვიედოზე. მათ გაანადგურეს ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის ფრუელა I სასტიკის მიერ აგებული ეკლესია. უკან დაბრუნებისას მათ კამინო-რეალ-დელ-პუერტე-დე-ლა-მესას ხეობაში დახვდათ ასტურიის ძალები თვით მეფე ალფონსო II-ის მეთაურობით. ასტურიის ჯარი ჩაუსაფრდა მუსულმანთა ჯარს და ლუტოსის მახლობლად გამართული ბრძოლა დასრულდა ასტურიელების გამარჯვებით. მუსლიმთა არმიის უდიდესი ნაწილი განადგურდა. აბდ ალ-მალიქ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი დაიღუპა ბრძოლის ველზე.