მარკ კელი
მარკ კელი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1961 |
დაბ. ადგილი | დუბლინი |
ჟანრ(ებ)ი | არტ როკი, პროგრესული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | კლავიშებიანი საკრავები |
აქტიური | 1980–დღემდე |
საიტი | marillion.com/band/kelly.htm |
მარკ კელი ვიკისაწყობში |
მარკ კელი (დ. 9 აპრილი, 1961, დუბლინი, ირლანდია) — ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ Marillion-ის კლავიშისტი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარკი ჯგუფს 1981 წელს შეუერთდა, ბრაიან ჯელიმენის მაგივრად და დღემდე ჯგუფის წევრია. გარდა ამისა, ის უკრავდა ჯგუფთან Chemical Alice ერთად, მათ EP დისკზე Curioser and Curioser.
მარკი ასევე მონაწილეობდა ჯონ უესლის ალბომის Under the Red and White Sky ჩაწერაში, 1994 წელს და ჯგუფის Jump დისკის Myth of Independence (1995) შექმნაში, პროდიუსერის და მუსიკოსის სახით. იგი აგრეთვე უკრავდა კლავიშებიან საკრავებზე ჯგუფ Travis-თან ერთად, 2005 წლის კუნძულ უაიტის ფესტივალზე და მარათონზე Live 8, ედინბურგში, 2005 წლის 6 ივლისს.
ამჟამად მარკი ცხოვრობს ოქსფორდშირში, თავის მეგობარ ენჯი მოქსჰემთან ერთად (რომელიც კომპანიის 3 Monkeys Communications დამაარსებელია). ერთად ჰყავთ სამი შვილი ჰყავთ: ტალულა (6), დელაილა (2) და პატარა ჯუდი. გარდა ამისა, მარკს წინა ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი — ფრეია (25) და კეი (22).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური)სხვა ფაქტები დაარქივებული 2006-03-07 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური)Chemical Alice
- (ინგლისური)კელის პერსონალური გვერდი მარილინის ვებ-საიტზე