მეღორღია
იერსახე
მეღორღია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ცეკვია მეღორღია (Oenanthe isabellina) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Oenanthe (Vieillot, 1816) | |||||||||||||
|
მეღორღია (ლათ. Oenanthe) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ბუდობენ კლდეთა ნაპრალებში, ქვებს შორის, ხევებში და სხვა. დედალი მაისში დებს 4–8 კვერცხს, კრუხობს ორ კვირამდე. საქართველოში (ზღვის დონიდან 3000–3500 მ-მდე) გვხვდება 3 სახეობა: ჩვეულებრივი მეღორღია (Oenanthe oenanthe), შავამლაყი მეღორღია (Oenanthe hispanica) და ცეკვია მეღორღია (Oenanthe isabellina). ისინი ჩვენში აპრილში მოფრინავენ და სექტემბრამდე რჩებიან. სასარგებლო მწერიჭამია ფრინველებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 636.