რადე შერბეჯია
რადე შერბეჯია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 ივლისი 1946 ბუნიჩი, იუგოსლავია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1974–დღემდე |
მეუღლე(ები) |
ივანკა ცეროვაჩი (?–1987) განქორწინებული: 1 შვილი ლენკა უდოვიცკი (1991–დღემდე) |
რადე შერბეჯია (ხორვ. Rade Šerbedžija; ინგლ. Rade Serbedzija; დ. 27 ივლისი 1946, ბუნიჩი, იუგოსლავია) — ხორვატი კინომსახიობი[1][2][3], პროდიუსერი და კომპოზიტორი. წარმოშობით სერბი. როგორც მსახიობი მოღვაწეობს ხორვატიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰოლივუდის ფილმებში 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადე შერბეჯია დაიბადა ხორვატიის სოფელ ბუნიჩში.[4] 1969 წელს დაამთავრა დრამატული ხელოვნების აკადემია ზაგრების უნივერსიტეტში. თავისი შემოქმედებითი გზა მან როგორც თეატრის მსახიობმა დაიწყო, შემდეგ მუშაობდა ხორვატიის ეროვნულ თეატრსა და ქალაქის დრამატულ თეატრში (ზაგრები). იუგოსლავიაში სახელი გაითქვა მას შემდეგ რაც განასახიერა ჰამლეტის როლი, 1974 წლის დადგმაში. აქტიურად აგრძელებდა გამოსვლებს თეატრში, რის შემდეგ გამოჩნდა კინოსა და ტელევიზიაში. რადე შერბეჯიას დასავლეთში პოპულარობა მოუპოვა ფილმმა „ჰანას ომი“. მისი კინოროლებიდან აღსანიშნავია ასევე „ფართოდ დახუჭული თვალებით“, „დიდი კუში“, „ევროტური“ და სხვა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხოვრება მშვენიერია (Harmonikas, 1985)
- ჰანას ომი (Hanna's War, 1988)
- დეზერტირი (Pavle Trusic,1992)
- წვიმის შემდეგ (Before the Rain, 1994)
- ფართოდ დახუჭული თვალებით (Eyes Wide Shut, 1999)
- დიდი კუში (Snatch, 2000)
- კოსმოსური კოვბოები (Space Cowboys, 2000)
- ევროტური (Eurotrip, 2004)
- მსროლელი (Shooter, 2007)
- კარანტინი (Quarantine, 2008)
- აგვისტოს 5 დღე (5 Days of August, 2011)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pečat – Rade Šerbedžija: Hrvatski glumac gruzijskog porekla by Ratko Dmitrović acces date 2010-12-01
- ↑ Idex.hr Rade Šerbedžija glumi u novom "Harryju Potteru"; 2009-05-25; acces date 2010-12-01
- ↑ http://www.croatiantimes.com/index.php?id=4063 Croatian Times – Serbedzija to act in seventh Harry Potter film; acces date 2010-12-01
- ↑ Rade Šerbedžija Biography (1946–). FilmReference.com. NetIndustries, LLC.. ციტირების თარიღი: 2010-08-31.