რამი
იერსახე
რამი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Boehmeria nivea | ||||||||||||||
|
რამი (ლათ. Boehmeria nivea) — ბოჭკოვანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახისა. ხშირად თეთრ რამს (Boehmeria nivea) უწოდებენ (მწვანე რამს ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოყოფენ). მრავალწლოვანი მცენარეა.
მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან ტექნიკურ ქსოვილს, ქაღალდს (მაგ., ფულისათვის), თევზსაჭერ ბადეს. რამი დიდი რაოდენობით მოჰყავთ ჩინეთში, ნაკლებად — სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, კულტივირებულია აგრეთვე სხვა კონსტინენტების სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში.
XX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში უმთავრესად დასავლეთ რაიონებში, ფართო მეცნიერულ და საწარმოო მუშაობა გაიშალა რამის კულტურის გასავრცელებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 298.