სამერის 500 დღე
„სამერის 500 დღე“ | |
---|---|
500 Days of Summer | |
ჟანრი | კომედია, დრამა, |
რეჟისორი | მარკ უები |
პროდიუსერი | მარკ უოტერსი |
სცენარისტი | სკოტ ნოისტედტერი, მაიკლ ჰ. ვებერი |
როლებში | ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, ზოუი დეშანელი |
პრემიერა | 2009 |
გამოსვლის თარიღი | 17იანვარი, 2009 |
ხანგრძლივობა | 95 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $7.5 მილიონი |
სამერის 500 დღე (ინგლ. 500 Days of Summer) — 2009 წლის ამერიკული კომედიურ-დრამატული ფილმი. ფილმის რეჟისორია მარკ უები, პროდიუსერი მარკ უოტერსი. ფილმი დისტრიბუციისთვის აირჩია Fox Searchlight Pictures-მა და პრემიერა შედგა Sundance Film-ის 25-ე კინოფესტივალზე. მოიპოვა კრიტიკოსების მოწონება და გამოიმუშავა 60 მილიონ დოლარზე მეტი მსოფლიო მასშტაბით, რაც ბევრად აღემატება მის 7,5-მილიონიან ბიუჯეტს. ბევრმა კრიტიკოსმა შეაქო ფილმი, როგორც 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო და შეადარა სხვა ცნობილ ფილმებს, როგორიცაა Annie Hall (1977) და High Fidelity (2000).
ფილმმა მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარის და საუკეთესო სცენარის ჯილდოები მე-14 Satellite Awards-სა და 25-ე Independent Spirit Awards-ზე შესაბამისად, ასევე ორი ნომინაცია ოქროს გლობუსის 67-ე დაჯილდოებაზე: საუკეთესო ფილმი-მიუზიკლი ან კომედია და საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მიუზიკლი ან კომედია (გორდონ-ლევიტი).
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯოზეფ გორდონ-ლევიტი — ტომ ჰანსენი
- ზოუი დეშანელი — სამერ ფინი
- ჯეფრი არენდი — მაკ-კენზი
- ქლოი გრეის მორეცი — რეიჩელ ჰანსენი
- მეთიუ გრეი გუბლერი — პოლი
- კლარკ გრეგი — ვენსი
- კი უილიამზი — ტომი ეიბრაჰამი
- პატრიშა ბელჩერი — მილი
- რეიჩელ ბოსტონი — ელისონი
- მეილ ფლენეგანი — როდა
- ივეტ ნიკოლ ბრაუნი — ვენსის ახალი მდივანი
- რიჩარდ მაკგონაგლი — მთხრობელი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საუკეთესო ფილმი — კომედია ან მიუზიკლი
- მსახიობის საუკეთესო შესრულება ფილმში — ჯოზეფ გორდონ-ლევიტი