შინაარსზე გადასვლა

სახელმწიფო (პლატონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფო

1713 წლის გამოცემა
სრული სათაური Πολιτεία
ჟანრი დიალოგი
თემა პოლიტიკური თეორია
ავტორი პლატონი
მშობლიური ენა ძველი ბერძნული ენა
დაწერილია დაახლ. ძვ. წ. 375

სახელმწიფო (ბერძ. Πολιτεία — „პოლიტია“) — პლატონის მიერ დაახლ. ძვ. წ. 375 წელს დაწერილი ცნობილი დიალოგი. დიალოგის მთავარი მოქმედი ფიგურა სოკრატეა. წიგნი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სიმართლე, კანონი, სამართლიანი ქალაქი და სამართლიანი ადამიანი. ისტორიულად და ინტელექტუალურად იგი ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნაშრომად ითვლება. მასში სოკრატე სხვადასხვა ათენელსა და უცხოელთან ერთად მსჯელობს სიმართლის არსზე და განიხილავს, არის თუ არა სამართლიანი კაცი უსამართლოზე უფრო ბედნიერი ქალაქში, რომელიც ფილოსოფოსი-მეფის მიერ იმართება. ნაწარმოების გმირები ასევე მსჯელობენ იდეათა თეორიაზე, სულის უკვდავებაზე და ფილოსოფოსისა და პოეტის როლზე საზოგადოებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]