ტურნეს კათედრალი
ტურნეს ღვთისმშობლის კათედრალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბელგია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 50°36′24″ ჩ. გ. 3°23′20″ ა. გ. / 50.60667° ჩ. გ. 3.38889° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 1009 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1009 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტურნეს ღვთისმშობლის კათედრალი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Tournai) — კათედრალი და უმნიშვნელობვანესი არქიტექტურული მონუმენტი ბელგიაში, ვალონიის რეგიონში. 2000 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
კათედრალს გააჩნია ხუთი კოშკი და ნაგებია გოთიკურ სტილში. შენობის სიმაღლე 58 მეტრია, უმაღლესი კოშკის 83 მ, სიგრძე 134 მ, სიგანე 36 მ.
კათედრალის მშენებლობა 1110 წელს დაიწყო IX საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. მშენებლობა არქიტექტურის რომანულ სტილში დაიწყო და დასრულდა 1191 წელს, მაგრამ XIII საუკუნეში, ეპისკოპოსის ბრძანებით კომპლექსის გოთიკურ სტილში გადაკეთება დაიწყო. მალე სამუშაოები შეჩერდა. 1325 წლისთვის, ამ სტილში კათედრალის მხოლოდ ორი სამლოცველო იქნა დასრულებული.
2008 წლის 19 თებერვალს, კათედრალი გაძარცვეს. დაიკარგა უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რელიკვიები, რომელთა ღირებულებამაც 40 მლნ ევრო შეადგინა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tournai: Our Lady's Cathedral
- Tournai Cathedral (pdf)
- Cathedral Notre-Dame დაარქივებული 2013-01-27 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) Cathedral site
|