შინაარსზე გადასვლა

უტა აბე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უტა აბე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი 阿部詩
ეროვნება იაპონელი
დაბ. თარიღი 14 ივლისი, 2000 (2000-07-14) (24 წლის)
დაბ. ადგილი კობე
სიმაღლე 158 სმ
სპორტი
ქვეყანა იაპონია
სპორტი ძიუდო
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ტოკიო 2020 -52 კგ
ვერცხლი ტოკიო 2020 გუნდური
ვერცხლი პარიზი 2024 გუნდური
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ბაქო 2018 -52 კგ
ოქრო ტოკიო 2019 -52 კგ
ოქრო ტაშკენტი 2022 -52 კგ
ოქრო დოჰა 2023 -52 კგ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიდი სლემი
ოქრო ტოკიო 2017 -52 კგ
ოქრო პარიზი 2018 -52 კგ
ოქრო ოსაკა 2018 -52 კგ
ოქრო დუსელდორფი 2020 -52 კგ
ოქრო ტაშკენტი 2021 -52 კგ
ოქრო კაზანი 2021 -52 კგ
ოქრო ტოკიო 2022 -52 კგ
ოქრო ტოკიო 2023 -52 კგ
ოქრო ანტალია 2024 -52 კგ
ვერცხლი ტოკიო 2016 -52 კგ
ვერცხლი ოსაკა 2019 -52 კგ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გრან პრი
ოქრო დუსელდორფი 2017 -52 კგ
ოქრო ხუხ-ხოტო 2018 -52 კგ
ოქრო ხუხ-ხოტო 2019 -52 კგ
ოქრო ზაგრები 2022 -52 კგ
იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ზაგრები 2017 -52 კგ

უტა აბე (დ. 14 ივლისი, 2000) — იაპონელი ქალი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი. ასპარეზობს -52კგ წონით კატეგორიაში. [1] 2018 და 2019 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. იაპონიაში, ტოკიოში გამართულ 2020 წლის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა ნახევრად მსუბუქ წონაში, ხოლო ვერცხლის მედალი – შერეულ გუნდურ დაპირისპირებაში. მისი ძმა არის ძიუდოისტი ჰიფუმი აბე.[2][3]

აბე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელმაც მოიგო IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გრან-პრი, როდესაც 2017 წლის თებერვალში პირველი ადგილი დაიკავა დიუსელდორფის გრან-პრიზე.[4]

მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე (ბაქო) და მოიპოვა თავისი პირველი მსოფლიო ტიტული 18 წლის ასაკში, რითაც გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელმაც ოდესმე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პროფესიონალებში.[5] აბემ ჯერ პოლონელი ძიუდოისტი, კაროლინა პენკოვსკა და შვეიცარიელი ფაბიენ კოხერი დაამარცხა, შემდეგ კი — ბრაზილიელი ჯესიკა პერეირა. ნახევარფინალში ფრანგ ამანდინ ბიუშარს 40 წამზე ნაკლებ დროში მოუგო და ფინალში გავიდა. ფინალში აბე დაუპირისპირდა თანაგუნდელს და მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ აი შიშიმეს[6] და დაამარცხა სანახაობრივი უჩი-მატით.[7]

2021 წელს აბემ მოიპოვა ოქროს მედალი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე იმავე დღეს, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ ჰიფუმიმ მოიგო ოქროს მედალი თავის წონით კატეგორიაში.[8]

აბემ ოქროს მედალი მოიპოვა ქალთა 52 კგ კატეგორიაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა კატარის დედაქალაქ დოჰაში. ოქროს მედლისათვის შეხვედრაში მან უზბეკი დიორა კელდიიოროვა დაამარცხა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების 1/8 ფინალში უზბეკეთის დიორა კელდიიოროვასთან დამარცხდა.[9] აბე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ წაგების შემდეგ ემოციები ვერ გააკონტროლა და ტირილი დაიწყო, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.[10]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უტა_აბე“-დან