ქამალ აბდულაევი
ქამალ აბდულაევი | |
---|---|
აზერ. Kamal Mehdi oğlu Abdullayev | |
დაბ. თარიღი | 4 დეკემბერი, 1950 (73 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
საქმიანობა | თურქოლოგი[1] , მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, badminton executive and administrator და ლიტერატურის ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბაქოს სლავური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი |
ჯილდოები | ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის და პუშკინის მედალი |
საიტი | kamalabdulla.az |
ქამალ მეჰდი-ოღლუ აბდულაევი (აზერ. Kamal Mehdi oğlu Abdullayev), ასევე ცნობილია, როგორც ქამალ აბდულა (აზერ. Kamal Abdulla) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი. აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (2019), აზერბაიჯანის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1999), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი,[2] პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქალაქ ბაქოში, 1950 წლის 4 დეკემბერს. 1968 წელს დაამთავრა ბაქოს 190-ე საშუალო სკოლა. 1968–1973 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1973–1976 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თურქული ენების განყოფილების ასპირანტი. 1977 წლის იანვარში მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სინტაქსური პარალელიზმი“ („დედე გორგუდის წიგნის“ დასტანის ენის საფუძველზე). 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზერბაიჯანული ენის სინტაქსის თეორიული პრობლემები“.
ბაქოს სლავური უნივერსიტეტის პირველი რექტორი (2000–2014 წწ.), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი ეთნიკურ საკითხებში, მულტიკულტურალიზმისა და რელიგიის საკითხებში (2014–2017 წწ.), აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის რექტორი, აზერბაიჯანის კულტურის ფონდის თავმჯდომარე (აზერბაიჯანის შემოქმედების ფონდი), თურქეთის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი, საერთაშორისო საკადრო აკადემიის (უკრაინა) წევრი (აკადემიკოსი), მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტისა და ურალის ფედერალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პოლტავის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, თურქული კვლევების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, რუსული PEN-კლუბის წევრი (მოსკოვი).
სამეცნიერო ინტერესების სპექტრი არის ლინგვისტიკა, ლიტერატურა, თურქოლოგია, კულტუროლოგია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #138045291 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Абдуллаев Камал Мехти оглы. ციტირების თარიღი: 2021-01-09
- დაბადებული 4 დეკემბერი
- დაბადებული 1950
- ბაქოში დაბადებულები
- პუშკინის მედლის კავალრები
- აზერბაიჯანის ღირსების ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანის დიდების ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანელი მწერლები
- აზერბაიჯანელი ფილოლოგები
- აზერბაიჯანელი ლიტერატურათმცოდნეები
- საბჭოთა ფილოლოგები
- აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები