შინაარსზე გადასვლა

შანდუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შანდუნის პროვინციის მდებარეობა

შანდუნი (ჩინ.: 山东 პინ. Shāndōng; ქართ. — მთების აღმოსავლეთი) — პროვინცია ჩინეთის აღმოსავლეთში დედაქალაქი — ძინანი; უმსხვილესი ქალაქი და პორტია ცინდაო. სხვა ისტორიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქალაქებია ტაიშანი, ბეიფანი, კურორტები ვეიჰაი და იანტაი, კონფუცის სამშობლო, ისტორიული ქალაქი ძიუფუ, მსხვილი სამრეწველო ცენტრი და სარკინიგზო კვანძი ძიბო და სხვა. პროვინციის მოსახლეობაა 91,800 მილიონი ადამიანი (მეორე ადგილზეა პროვინციათა შორის 2004 წ. მონაცემებით.) შანდუნი ჩინეთის რეგიონებს შორის პირველია ხორცის, ხორბლისა და ბრინჯის წარმოებით.

მდებარეობს შნადუნის ნახევარკუნძულსა და ნაწილობრივ ჩინეთის დიდ ვაკეზე, მდინარე ხუანხეს ქვემოთში, ყვითელი ზღვის სანაპიროზე. სანაპიროზე ბევრი უება. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მთებს. ჰავა ზომიერი, მუსონურია. მთავარი მდინარეებია ხუანხე და ვეიხე. პროვინციის ტერიტორიაზე მდინარე ხუანხე უერთდება ბოჰაის ზღვას.

ძვ. წ. VIII-III საუკუნეებში შანდუნის ტერიტორიის დიდი ნაწილი შედიოდა ცისა და ლუს სამეფოებში. შანდუნი ეწოდა X საუკუნეში. შანდუნის პროვინცია შეიქმნა XVII საუკუნის შუა წლებში. 1854-1855 წლებში შანდუნში იბრძოდნენ აჯანყებული ტაიპინელები, ხოლო 1864-1868 წლებში აჯანყებული ნიანძიუნები. 1894-1895 წლებში შანდუნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ჩინეთ-იაპონიის ომის საბრძოლო მოქმედებები. 1898 წელს შანდუნი იძულებითი იჯარით აიღო გერმანიის იმპერიამ, ხოლო ნავსადგური ვეიხაი გაერთიანებულმა სამეფომ. გერმანიამ შანდუნი საკუთარი გავლენის სფეროდ გამოაცხადა იქ მიიღო მთელი რიგი კონცესიებისა. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიის საიჯარო ტერიტორიები მიიტაცა იაპონიამ, მაგრამ ანტანტის ქვეყნებმა აიძულეს დაებრუნებინა ისინი ჩინეთისთვის. 1937-1945 წლებში შანდუნი ოკუპირებული ჰქონდა იაპონიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: