შინაარსზე გადასვლა

ჩვეულებრივი სუსხური

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი სუსხური

მამრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Somateria mollissima Linnaeus, 1758
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22680405
გავრცელება

  შეჯვარება
  გამოზამთრება/კვება

ჩვეულებრივი სუსხური (ლათ. Somateria mollissima) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 50-71 სმ. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპის სანაპიროზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ციმბირში. წყვილდებიან არქტიკასა და ზომიერი სარტყელის ჩრდილოეთში. გამოსაზამთრებლად მიგრირებს სამხრეთით. ფრენა შეუძლია 113 კმ/სთ სიჩქარით.[1]

ბუდეს აშენებს ზღვასთან ახლოს. მისი ბუმბული რბილი და თბილია, რომლისგანაც მზადდება მაღალი ხარისხის ბალიშები. ბოლო დროს სუსხური აქტიურად გამოიყენება ფერმერულ მეურნეობაში. მისი სახელი მომდინარეობს ბერძნული „somatos“-იდან — „სხეული“ და „erion“-იდან — „ბამბა“. ხოლო „mollissimus“ ლათინურად ნიშნავს „ძალიან რბილს“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მსოფლიოს უსწრაფესი ფრინველები
  2. Jobling, James A (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm. pp. 258, 359. ISBN 978-1-4081-2501-4.