წყალგამყოფი
წყალგამყოფი — დედამიწის ზედაპირის პირობითი ტოპოგრაფიული ხაზი, რომელიც ყოფს ხმელეთის ზედაპირზე ორ მეზობელ წყლის ნაკადსა ან მდინარეთა სისტემას. წყალგამყოფი მთაში მკაფიოდაა გამოხატული და თანხვდება ქედის თხემს, ვაკეზე მეტ-ნაკლებად წაშლილია. სივრცეს, სადაც წყალგამყოფი ხაზი ვრცელდება, ეწოდება წყალგამყოფი ტერიტორია.[1]
განარჩევენ მთავარ ანუ კონტინენტურ წყალგამყოფს (ოკეანეებს ან ვრცელ გაუდინარ არეებს შორის), პირველი რიგის წყალგამყოფს (მეზობელ მდინარეთა სისტემებს შორის) და მეორე რიგის ანუ გვერდით წყალგამყოფს (მთავარი მდინარის შენაკადებს შორის). ვაკეებსა და მყინვარულ ველებზე წყალგამყოფს შეუმჩნეველი იერი აქვს, ამასთანავე ტექტონიკური პროცესებისა და რეგრესიული ეროზიის შედეგად წყალგამყოფი შერეული ხდება. მეტად რთულია წყალგამყოფის დადგენა კარსტულ მხარეებშიც.[1]
მთავარი წყალგამყოფი მკაფიოდ გააჩნია კავაკსიონის მთავარ ქედს, რომლის წყალგამყოფი უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. კავკასიონის წყალგამყოფის უპირატესობა სხვა წყალგამყოფებთან შედარებით, არის ის, რომ მას უწყვეტი წყალგამყოფი აქვს, რომელიც არსად არ არის გადაკვეთილი. შედარებით დაბალი წყალგამყოფი გააჩნია მცირე კავკასიონსაც, თუმცა იგი ადგილ ადგილ ირღვევა, რადგან დიდი მდინარეების ხეობებითაა გადაკვეთილი.[2]
მოზრდილი წყალგამყოფები არსებობს აშშ-ში, რუსეთში, ფინეთში და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წყალგამყოფი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 354.
- ↑ მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 311.