შინაარსზე გადასვლა

ჯერალდ სკარფი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯერალდ სკარფი

ჯერალდ ენტონი სკარფი, ბიკ, ისდ, (ინგლ. Gerald Anthony Scarfe, დ. 1936 წლის 1 ივნისს) — ინგლისელი მხატვარი-ილუსტრატორი. ცნობილია როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდისათვის დიზაინით, რომელიც ძირითადად ალბომს The Wall (1979), ფილმს პინკ ფლოიდი: კედელი (1982) და ტურნეებს[1][2] The Wall (1980-1981)/ The Wall Live (2010-2012) უკავშირდება. იგი ასევე მუშაობდა უოლტ დისნეის კომპანიის ანიმაციურ ფილმზე ჰერკულესი (1997).

1974 წელს როჯერ უოტერსმა BBC-ის ეთერში იხილა „A Long Drawn Out Trip“, ანიმაციური ფილმი, რომელშიც სკარფის ანიმაცია გამოიყენებოდა. იგი დაინტერესდა სკარფით და, პინკ ფლოიდის დაკვეთით, მხატვარმა მოამზადა კოლექტივის კარიკატურული გამოსახულება, 1974 წლის საკონცერტო ტურნესთვის. მასვე ეკუთვნის „Welcome to the Machine“-ის პრომო ფილმი, რომელსაც ჯგუფი ეკრანებზეც პროექციის სახით იყენებდა.

1979 წელს სკარფმა შექმნა ალბომის The Wall ზოგადი დიზაინი და პერსონაჟები. ანიმაციური სეგმენტები მომზადდა სიმღერის „Another Brick In The Wall, Part 2“ პრომო-ფილმისთვის. ეს მასალა აგრეთვე გამოიყენებოდა კონცერტების სერიაში The Wall. მოგვიანებით ეს სეგმენტები გამოიყენეს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, რომელშიც სკარფის მიერ მომზადებული სხვა ანიმაციური კადრებიც მოხვდა.

1984 წელს სკარფის გრაფიკა გამოიყენეს როჯერ უოტერსის ალბომის The Pros And Cons Of Hitch Hiking გაფორმებაში და თანმხლებ ტურნეში.

გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის - The Wall-ის შექმნაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. John Walker. (1987) "Gerald Scarfe & Pink Floyd". In Cross-Overs: Art into Pop, Pop into Art / artdesigncafe. Retrieved 31 December 2011.
  2. Interview with Floydian Slip radio program. ციტირების თარიღი: 8 November 2010.