შინაარსზე გადასვლა

All Nightmare Long

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„All Nightmare Long“

პირველი CD-ის ყდა
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Death Magnetic
გამოსვლის თარიღი 15 დეკემბერი, 2008
ჩაიწერა 2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი,
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 7:58
ხმისჩამწერი ლეიბლი Warner Bros.
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
კირკ ჰემეტი,
ლარს ულრიხი,
რობერტ ტრუჰილო
პროდიუსერი რიკ რუბინი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„The Judas Kiss“
(2008)
All Nightmare Long
(2008)
„Broken, Beat & Scarred“
(2009)
აუდიომაგალითი
yes
ალტერნატიული გარეკანი

მეორე CD-ის ყდა
ალტერნატიული გარეკანი

DVD სინგლის ყდა

All Nightmare Longამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სინგლი და მეხუთე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. სინგლი გამოვიდა 2008 წლის 15 სექტემბერს.[1] სიმღერა გამოყენებული იქნა WWE-ს მიერ თემად ღონისძიებაზე No Mercy 2008,[2] სიმღერას ჯგუფი Drop-D ტიუნინგით უკრავს.

მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა რობერტ შობერი[3], შედგა 2008 წლის 7 დეკემბერს მეტალიკის ოფიციალურ საიტსა და Yahoo Video-ზე.[4][5] ვიდეოში, რომელშიც ჯგუფის წევრები არ ჩანან, ასახულია 1908 წლის ისტორიული მოვლენის — ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის ალტერნატიული ისტორია ფსევდოდოკუმენტურ სტილში. იგი ასახავს ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ შეთხზულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეცნიერები აღმოაჩენენ სპორებს არამიწიერი არსებისა, რომელიც წააგავდა პატარა უვნებელ ბრონირებულ ჭიას.

ტექსტის მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეიმზ ჰეტფილდმა განმარტა სიმღერის ტექსტის მნიშვნელობა:[6]

ვიკიციტატა
„ეს იყო მცდელობა, დავბრუნებოდით ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის მითებს, როგორებიცაა Thing that Should Not Be და Call of Ktulu (როგორც ეს ორიგინალშია). ეს სიმღერა ტინდალოს ძაღლებზეა, რომელიც იყო კიდევ ერთი შეშლილი ტვინის ბურღვა მგლებზე, რომლებიც ნადირობენ მათი კოშმარების საშუალებით და მათგან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა ანგელოზებთან დარჩენა. ძილიდან გამოსვლაც კი შეუძლებელია.“

გამოცემის ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლი ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა გამოცემაში.[1] პირველი გამოცემა გამოვიდა ციფრული პაკეტის სახით და მოიცავდა სიმღერის ალბომისეულ ვერსიას სიმღერების Wherever I May Roam და Master of Puppets საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც ჩაწერილია 2008 წლის სექტემბერს ბერლინში.[1] მეორე გამოცემა, რომელსაც ხმისჩამწერი კომპანია J card-ს უწოდებს, მოიცავს ასევე All Nightmare Long-ის სტუდიურ ჩანაწერს სიმღერების Blackened და Seek & Destroy საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც ასევე ბერლინის კონცერტზეა ჩაწერილი.[1] მესამე ვერსია მოიცავს სიმღერას DVD-ზე, ათ წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს ჯგუფის მიერ გატარებულ დღეებს ბერლინში, ოცწუთიან საკონცერტო ჩანაწერს იმ ღამის ალბომის გამოშვებისადმი მიძღვნილი წვეულებიდან და თხუთმეტწუთიან ჩანაწერს Rock Im Park-ის ტიუნინგის ოთახიდან.[1]

2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794011)

  1. All Nightmare Long – 7:58
  2. Wherever I May Roam (საკონცერტო) – 6:37
  3. Master of Puppets (საკონცერტო) – 8:20

2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794211)

  1. All Nightmare Long – 7:59
  2. Blackened (საკონცერტო) – 6:42
  3. Seek & Destroy (საკონცერტო) – 7:45

2008 წლის DVD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794213)

  1. All Nightmare Long
  2. Berlin Magnetic [დოკუმენტური]
  3. Rock Im Park 'Containter' Rehearsal

2008 წლის SHM-CD EP (იაპონია: Vertigo UICR-9031)

  1. All Nightmare Long – 7:58
  2. Wherever I May Roam (საკონცერტო) – 6:37
  3. Master of Puppets (საკონცერტო) – 8:20
  4. Blackened (საკონცერტო) – 6:42
  5. Seek & Destroy (საკონცერტო) – 7:45

2009 წლის მაქსი სინგლი (ავსტრალია: Vertigo 1794216)

  1. All Nightmare Long – 8:01
  2. Master of Puppets (საკონცერტო) – 8:20
  3. Blackened (საკონცერტო) – 6:29
  4. Seek & Destroy (საკონცერტო) – 7:45
სტუდიური პერსონალი
ჩარტი [7] უმაღლესი
პოზიცია
ესპანეთის 20 საუკეთესო სინგლი 1
ფინეთის 20 საუკეთესო სინგლი 11
იტალიის 50 საუკეთესო სინგლი 12
გერმანიის 100 საუკეთესო სინგლი 15
ბელგიის 50 საუკეთესო სინგლი 27
დანიის 50 საუკეთესო სინგლი 38
შვედეთის 60 საუკეთესო სინგლი 44
ავსტრიის 75 საუკეთესო სინგლი 51
საფრანგეთის 100 საუკეთესო სინგლი 55
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 9[8]
აშშ-ის ბილბორდის როკ სიმღერები 28
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 მეტალიკა: All Nightmare Long სინგლის დეტალები გამომჟღავნდა. Blabbermouth (15 ნოემბერი, 2008).[მკვდარი ბმული]
  2. მეტალიკის All Nightmare Long NO MERCY-ის თემაა. Blabbermouth (12 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-14. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  3. ექსკლუზიური ინტერვიუ მეტალიკის ვიდეოს რეჟისორთან
  4. rockdirt.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  5. Metallica’s “All Nightmare Long”-ის ვიდეოს პრემიერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-03. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  6. jam.canoe.ca
  7. acharts.us
  8. შემსრულებლის ჩატების ისტორია - მეტალიკა (სინგლები). ბილბორდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-01. ციტირების თარიღი: 2009-07-02.