Mega Man
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
Mega Man | |
---|---|
ჟანრები |
მოქმედებითი მოქმედებითი-სათავგადასავლო Hack and slash პლატფორმერი მესამე პირის შუტერი როლური |
დეველოპერ(ებ)ი |
Capcom Inti Creates (2002-2010) |
გამომცემელი |
Capcom Nintendo (1990-1994) |
პლატფორმები |
Arcade Android Game Boy Game Boy Advance Game Boy Color GameCube Game Gear iOS Microsoft Windows Mobile phones Neo Geo Pocket Neo Geo Pocket Color Nintendo 3DS Nintendo 64 Nintendo DS NES Nintendo Switch PlayChoice-10 PlayStation PlayStation 2 PlayStation 3 PlayStation 4 PlayStation 5 PlayStation Portable PlayStation Vita Sega Genesis Sega Saturn Super NES SteamOS Shield Portable Shield Tablet Shield Android TV Wii Wii U Windows WonderSwan Xbox Xbox 360 Xbox One Xperia Play |
თავდაპირველი პლატფორმა | Mega Man (NES/Famicom) |
შექმნის თარიღი | 17 დეკემბერი, 1987 |
სპინ-ოფები |
Mega Man X Mega Man Legends Mega Man Battle Network Mega Man Zero Mega Man ZX Mega Man Star Force |
Mega Man (ქართ. მეგაკაცი) — სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ვიდეოთამაშების სერია. ცნობილი, როგორც Rockman — იაპონიაში. შექმნილია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა 1987 წელს Nintendo Entertainment System-სთვის და დღესდღეობით მოიცავს 50-ზე მეტ თამაშს სხვადასხვა პლატფორმებზე. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სერიის 41 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით.[1]
მთავარი სერია შედგება 11 თამაშისგან, ასევე Mega Man & Bass-ისაგან, სპინ-ოფ Game Boy-ის სერიისგან (იაპონიაში ცნობილი როგორც Rockman World, ქართულად — მეგაკაცის სამყარო), და სხვადასხვა კრებულებისაგან. კლასიკურ სიუჟეტურ ხაზს მოსდევს Mega Man X, Mega Man Zero, Mega Man ZX და Mega Man Legends სერიები. სიუჟეტურ ხაზში არ შედის სპინ-ოფი Mega Man Battle Network და Mega Man Star Force სერიები, რომლებშიც სიუჟეტები ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, სადაც ინტერნეტი აყვავდა რობოტიზმის მაგივრად.[2]
თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი Mega Man სერია გამოვიდა 1987 წლის 17 დეკემბერს. თავდაპირველ სერიაში, Mega Man არის რობოტი, რომელსაც თავიდან ერქვა Rock (მომდევნო სერიებში ეწოდა Mega-ც). იგი შეიქმნა Dr.Light-ის (დოქტორ ლაითის) მიერ Dr.Wily-ს (დოქტორ უაილის) თანაშემწეობით. Dr.Wily-მ უღალატა Dr.Light-ს და გადააპროგრამა მისი სხვა რობოტები მსოფლიოს დასაპყრობად. Rock-მა ისურვა ბოროტი მეცნიერის შეჩერება და ამიტომ ის გახდა Mega Man.
Mega Man არის საიდ სქროლერი მოქმედებითი პლატფორმერი. მოთამაშემ უნდა გაიაროს ტურები Mega Buster-ის გამოყენებით, რაც არის პატარა ზარბაზანი მიმაგრებული Mega Man-ის ხელზე, გზადაგზა უნდა გაანადგუროს რობოტები. იმდროინდელი საზოგადოებისათვის ეს იყო რევოლუციური, რადგან თამაშში შეგეძლოთ აგერჩიათ რომელ ტურს რა თანმიმდევრობით გაივლიდით. ტურის ბოლოს გიცდით ე.წ. ,,რობოტი ოსტატი". მისი დამარცხების შემდეგ Mega Man-ს ენიჭება ამ ოსტატის სპეციალური იარაღი. ოსტატების დამარცხების შემდეგ მოთამაშე მიემგზავრება Dr.Wily-ს სასახლეში, სადაც აურჩევლად მოუწევს ტურების გავლა, ახალი უფროსების დამარცხება და ბოლოს თვით მეცნიერის დამარცხებაც. სპეციალური იარაღით შეგიძლიათ ზოგიერთი უფროსის უფრო ადვილად დამარცხება. ეს შთაგონებულია ცნობილი თამაშიდან ,,ქვა-ქაღალდი-მაკრატელი".
მომდევნო თამაშებში გვხვდება ახალი რობოტი ოსტატები, რობოტები, უფროსები, სპეციალური იარაღები და Mega Man-ისთვის ახალი გაჯეტებიც. ჩნდება ახალი პერსონაჟებიც: Rush (რაში), Protoman (პროტომენი), Duo (დუო), Bass (ბეისი) და ა.შ.
თავიდან თამაში გამოვიდა კონსოლ NES-სთვის, შემდეგ გადავიდა SNES-ზე. თამაშები არ გამოსულა მეექვსე თაობის კონსოლებისათვის, მაგრამ დაბრუნდა 7-ში. 2018 წელს გამოვიდა სერიის უახლესი სერია Mega Man 11. ჯერჯერობით თავდაპირველი სერია არ არის დასრულებული და დასკვნა არ არის გამოტანილი.
Mega Man X
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Capcom-ს სურდა მეგაკაცის დიზაინის და კონტროლის შეცვლა როცა თამაშის სერია SNES-ზე გადადიოდა. სწორედ ამან გამოიწვია სიუჟეტური ხაზის განახლება და Mega Man X-ის შექმნა 1993 წელს. მოვლენები ვითარდება წლების შემდეგ, რომლებშიც მთავარი პერსონაჟია მეგაკაცის გაუმჯობესებული ვერსია X (იქსი) — ახალი რობოტი, რომელიც თავად აკონტროლებს თავის ქცევას, ემოციებს და გააჩნია აზროვნების უნარი.
- რესურსები ინტერნეტში
- ↑ Capcom-ის თამაშების გაყიდვები.
- ↑ ブレインナビ (December 20, 2002). Rockman Perfect Memories (ロックマンパーフェクトメモリーズ).. ISBN 4-575-16354-6.