Rendez-Vous — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1986 წლის სტუდიური ალბომი. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 3 მილიონი ასლი. ამით იგი კვლავ რჩება ჟარის დისკოგრაფიიდან აშშ-სა და ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ და ჩარტებში ყველაზე მეტ ხანს მყოფ დისკად. ალბომის უკანასკნელ კომპოზიციაში უნდა გამოეყენათ ასტრონავტ რონ მაკ-ნეირის საქსოფონის სოლო, რომელიც მას უნდა შეესრულებინა ღია კოსმოსში, მაგრამ 1986 წლის 28 იანვარს იგი დაიღუპა, ხომალდ „ჩელენჯერის“ ხომალდის გაშვებისას მომხდარი აფეთქების გამო. კომპოზიცია მის ხსოვნას მიეძღვნა.
ბრიტანულ ჩარტში ალბომი #9, ხოლო აშშ ჩარტში - #52 პოზიციაზე მოხვდა.
1986 წლის აპრილში ჟარმა ჰიუსტონში (ტეხასი) გამართა კონცერტი Rendez-vous Houston, რომელიც მიეძღვნა ჩელენჯერის შვიდი დაღუპული ასტრონავტის ხსოვნას. კონცერტი დაემთხვა შტატის 150-ე დაბადების წლისთავს. მასში მონაწილეობდა მაკ-ნერი (საქსოფონი), რომლის პარტია ჩაწერილი იყო კოსმოსში.
იმავე წლის ოქტომბერში ჟარმა იოანე-პავლე II-ს პატივსაცემად მსგავსი კონცერტი გამართო ლიონში, თავის მშობლიურ ქალაქში.
ალბომის ადრეულ გამოცემებში (1986) მეორე და მეხუთე ნაწილი დაყოფილი იყო ცალკე ქვენაწილებად. ნაწილების Fourth და Last Rendez-vous ხანგრძლივობაც განსხვავებული იყო.
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
1.
„First Rendez-vous“
2:54
2.
„Second Rendez-vous Part I“
2:36
3.
„Second Rendez-vous Part II“
3:17
4.
„Second Rendez-vous Part III“
2:18
5.
„Second Rendez-vous Part IV“
2:43
6.
„Third Rendez-vous“
3:30
7.
„Fourth Rendez-vous“
4:03
8.
„Fifth Rendez-vous Part I“
2:59
9.
„Fifth Rendez-vous Part II“
1:13
10.
„Fifth Rendez-vous Part III“
3:45
11.
„Last Rendez-vous (Ron's Piece)“
5:47
Second Rendez-vous, ხანგრძლივობა: 10:54 (არ არის მითითებული CD-ზე)
Fifth Rendez-vous, ხანგრძლივობა: 7:57 (არ არის მითითებული CD-ზე)