შინაარსზე გადასვლა

The Witcher 3: Wild Hunt

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Witcher 3: Wild Hunt
დეველოპერ(ებ)ი CD Projekt RED
გამომცემელი CD Projekt
სერია „მხედვარი“
ძრავა REDengine 3
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • მსოფლიო 19 მაისი, 2015
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კონრად ტომაშკევიჩი
დიზაინერ(ებ)ი გჟეგოჟ მოჩარსკი
მხატვარი მარიან ხომიაკი
სცენარისტი
  • მარცინ ბლახა
  • მატეუშ ტომაშკევიჩი
კომპოზიტორი მარცინ პჟიბილოვიჩი

The Witcher 3: Wild Hunt“ (ქართ. მხედვარი 3: ველური ნადირობა)[]მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული პოლონური კომპანია CD Projekt-ის მიერ 2015 წლის 19 მაისს.[1] დაფუძნებულია პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის რომანზე „მხედვარი“. ეს არის 2011 წელს გამოსული თამაშის „The Witcher 2: Assassins of Kings“-ის გაგრძელება და რიგით მესამე ნაწილი „The Witcher“-ის სერიიდან. თამაში არის მესამე პირის ხედვით და მასში წარმოდგენილია ღია სამყაროს გარემო. სიუჟეტი მიმდინარეობს გამოგონილ ფენტეზის სამყაროში. მოთამაშე აკონტროლებს პერსონაჟს გერალტ რივიელს — „მხედვარის“ სახელით ცნობილი ურჩხულებზე მონადირე,[2] რომელიც ეძებს გოგონას სახელად ცირილას, რომელიც ფლობს ზებუნებრივ შესაძლებლობებს და გაურბის ველურ ნადირობას — იდუმალი ძალა, რომელსაც სურს გოგონას შემპყრობა და მისი შესაძლებლობების გამოყენება. მოთამაშე ასრულებს როგორც ძირითად, ასევე დამატებით დავალებებს, შედეგად იღებს გამოცდილების ქულებს და ოქროებს, რითაც ავითარებს უნარჩვევბს და ყიდულობს აღჭურვილობას, ებრძვის მტერს სხვადასხვა იარაღების და მაგიის საშუალებით, ურთიერთობას ამყარებს არამოთამაშე პერსონაჟებთან. ამას გარდა თამაშს აქვს რამდენიმე დასასრული, დამოკიდებული მოთამაშის გადაწყვეტილებაზე.

შექმნა დაიწყეს 2011 წელს. დაანონსდა 2013 წლის 4 თებერვალს „Game Informer“-ში.[3] თავდაპირველად მასზე მუშაობდა 150 ადამიანი, ხოლო მოგვიანებით ეს ციფრი 250-მდე გაიზარდა. თამაშის ღია სამყარო დაფუძნებულია ევროპის ტერიტორიაზე, კერძოდ პოლონეთზე, ამსტერდამსა და სკანდინავიაზე,[4] თამაშის ძრავად გამოიყენეს REDengine 3,[5] ხოლო კომპოზიტორად მოგვევლინა მარცინ პჟიბილოვიჩი. თამაში ლოკალიზებული იქნა 15 ენაზე და ჰყავდა 500 გამხმოვანებელი.[6][7][8] მისი გამოშვება დაგეგმილი იყო 2014 წლის მესამე კვარტალში თუმცა გადაიდო 2015 წლის მაისამდე.[1]

„Witcher 3“-ს წილად ჰხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. მათ შეაქეს თამაშის გეიმპლეი, თხრობა, სამყაროს დიზაინი, ბრძოლის სისტემა და ვიზუალური მხარე, თუმცა გააკრიტიკეს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემების გამო,[9][10] რომელთა უმეტესობა მოგვიანებით გამოსწორებული იქნა პატჩით. ის იყო 2015 წლის ყველაზე დაჯილდოებული თამაში, რომელმაც მიიღო „წლის თამაშის“ ტიტული სხვადასხვა გამომცემლებისა და დაჯილდოების ცერემონიებისგან. „Witcher 3“ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად და ერთ-ერთ საუკეთესო როლურ თამაშად.[11][12][13] საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PC ვერსია ფლობს 93/100,[14] PS4 ვერსია - 92/100,[15] XONE ვერსია - 91/100.[16] პროექტი აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც; გამოსვლიდან ექვს კვირაში გაიყიდა 6 მილიონი ასლი,[8] ხოლო საერთო ჯამში - 10 მილიონი ასლი.[17] თამაშისთვის გამოიცა ორი დამატება: „Hearts of Stone“ (13 ოქტომბერი, 2015)[18] და „Blood and Wine“ (31 მაისი, 2016).[19] 2016 წლის აგვისტოში გამოვიდა „წლის თამაშის გამოცემა“, რომელიც მოიცავს ძირითად თამაშს, ორივე დამატებას და ყველა გადმოტვირთვად კონტენტეტს.[20]

„მხედვარი“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. პოლ. Wiedźmin 3: Dziki Gon
  1. 1.0 1.1 Karmali, Luke. (8 დეკემბერი, 2014) The Witcher 3: Wild Hunt release date delayed again. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი, 2015.
  2. Lear, Jack. (18 მაისი, 2015) A Witcher Primer: What You Need To Know To Play The Witcher 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი, 2015.
  3. Biessener, Adam. (4 თებერვალი, 2013) March Cover Revealed: The Witcher 3: Wild Hunt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2015.
  4. Suellentrop, Chris. (15 მარტი, 2017) 'Witcher' Studio Boss Marcin Iwinski: 'We Had No Clue How To Make Games'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2017.
  5. The amazing technology of The Witcher 3 (18 მაისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი, 2017.
  6. Chapple, Craig. (10 ივნისი, 2015) The wild road to The Witcher 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2016.
  7. Makuch, Eddie. (9 სექტემბერი, 2015) This is How Much The Witcher 3 Cost to Make. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი, 2017.
  8. 8.0 8.1 Purchese, Robert. (26 აგვისტო, 2015) The Witcher 3 sells 6m copies in six weeks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო, 2015.
  9. Phipps, Brett. (12 მაისი, 2015) The Witcher 3: Wild Hunt Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი, 2015.
  10. Senior, Tom. (12 May 2015) The Witcher 3: Wild Hunt review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი, 2015.
  11. Arnold, Cory. (20 ივლისი, 2017) What is the best RPG of all time? Japanese gamers say Persona 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი, 2017.
  12. The best RPGs of all time (22 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი, 2017.
  13. Top 100 RPGs of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი, 2017.
  14. The Witcher 3: Wild Hunt for PC Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი, 2017.
  15. The Witcher 3: Wild Hunt for PlayStation 4 Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი, 2017.
  16. The Witcher 3: Wild Hunt for Xbox One Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი, 2017.
  17. Makuch, Eddie. (11 მარტი, 2016) Witcher 3 Ships Almost 10 Million Copies – Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2016.
  18. Krupa, Daniel. (7 აპრილი, 2015) 2 "Massive" Expansions Announced for The Witcher 3: Wild Hunt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი, 2015.
  19. Skrebels, Joe. (10 მაისი, 2016) Update: The Witcher 3: Blood and Wine DLC Gets an Official Release Date. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი, 2017.
  20. Donnelly, Joe. (11 August 2016) The Witcher 3: Game of the Year Edition is out this month. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2017.