"We All Stand Together" — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, გამოცემული სინგლის სახით. მას აგრეთვე უწოდებენ „ბაყაყების სიმღერას“.
"We All Stand Together" ჟღერს ანიმაციურ ფილმში „რუპერტი და ბაყაყების სიმღერა“. სინგლი 1984 წელს მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #3 პოზიციაზე.[1] მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლის ივნისში მაკ-კარტნიმ სიმღერა უკვე გამოსცა, 1984 წელს იგი საშობაოდ ხელმეორედ იქნა გამოშვებული.