შინაარსზე გადასვლა

XIV დალაი ლამა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XIV დალაი ლამა

მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) (ტიბ.བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ ვაილი: bstan 'dzin rgya mtsho ტენძინ გჲაცო) დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.

დალაი ლამას აღიარებული 1937 წელს, 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.

დაბადება და რეინკარნაციად აღმოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახლი სადაც XIV დალაი ლამა დაიბადა

ლჰამო დონდრუბი დაიბადა გლეხის ოჯახში, ამდოში, სოფელ ტაგცერში. იგი 9 შვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც სოფლის სხვა ბინადრები ქერის, ხორბლის და კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ლჰამოს უფროსი ძმა, ტუფტენ ჯირგმე ნორბუ 8 წლის ასაკში აღიარებული იყო როგორც დიდი ლამა ტაკცერ რინპოჩეს რეინკარნაცია. დალაი ლამა საკუთარ წარმომავლობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიაში "ჩემი მიწა - ჩემი ხალხი":

"მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად."

1909 წელს XIII დალაი ლამა მოგზაურობდა წმინდა ადგილებში და მოინახულა სოფელი ტაგცერი. იგი მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ამ ადგილებში დაბრუნება. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა დაიწყეს მისი ახალი გარდასახვის ძიება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ ისინი ტაგცერში 1937 წელს. პატარა ლჰამომ უმალვე მიიპყრო ბერების ყურადღება. მან გაიარა შესაბამისი გამოცდები და აღიარებულ იქნა დალაი ლამას ახალ გარდასახვად. სოფელი ჩინეთის იურისდიქციაში შედიოდა და ბავშვის და მისი ოჯახის ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში გადასაყვანად, ბერებს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა ბერებმა არ გაამხილეს, თუ რა მიზნით მიჰყავდათ ოჯახი ლჰასაში, მათ მოქრთამეს ადგილობრივი მმართველი და 1939 წელს წაიყვანეს ოჯახი ლჰასაში, სადაც პატარა დალაი ლამა დალაი ლამების რეზიდენცია პოტალაში დაასახლეს.

ბავშვობა ახალგაზრდობა ჩინეთის შემოჭრამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დალაი ლამას კურთხევა

დალაი ლამას კურთხევა მოხდა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო განათლების მიღება ტრადიციული ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმადაც იგი სწავლობდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილსოფია და ხუთ მცირე მეცნიერებას: პოეზია, მუსიკა და დრამატული ხელოვნება, ასტროლოგია და სიტყვიერება. მისი დამრიგებლები იყვნენ ლინგ რინპოჩე და ტრიჯანგ რინპოჩე. 25 წლის ასაკში კი დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის - გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.

დალაი ლამა 14 წლის იყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა და შემდეგ დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტს ჰაინრიხ ჰარერს, რომელმაც მოგვიანებით აღწერა მათი ურთიერთობა თავის წიგნში "შვიდი წელი ტიბეტში".

ჩინეთის შემოჭრიდან დევნილობამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წლიდან ტიბეტი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისგან განსხვავებით, ტიბეტმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთში კი ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები, მაო ძედუნის მეთაურობით ტიბეტს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევდნენ. ტიბეტი მკაცრ იზოლაციურ პოლიტიკას ატარებდა და პრაქტიკულად არცერთ ქვეყანასთან არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და არც გაეროში იყო გაწევრიანებული, რამაც ჩინეთს გაუადვილა საქმე.

1949 წლის მიწურულს ტიბეტისთვის ცხადი გახდა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ჩამორჩენილ ტიბეტს ჩინური აგრესიის შეჩერების პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ჰქონდა. 1950 წელს ჩინეთის წითელი არმია შემოიჭრა ტიბეტში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება მხოლოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა. ამ დროს დალაი ლამა ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ქვეყანას მის ნაცვლად რეგენტი მართავდა. ტიბეტელები გამოდიოდნენ ძალაუფლების დალაი ლამისთვის გადაცემის მოთხოვნით, ხალხი მას, როგორც უკანასკნელ იმედს აღიქვამდა. 17 ნოემბერს 16 წლის დალაი ლამა ოფიციალურად გახდა ქვეყნის მმართველი და მთავრობის მეთაური, მაგრამ ჩინეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

1954 წელს დალაი ლამა ჩავიდა პეკინში მაო ძედუნთან და კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 1956 წელს იგი ინდოეთში ჩავიდა ბუდას 2500 წლის აღსანიშნავად, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს შეხვდა.

1959 წლის ზამთარში, ლოცვის ფესტივალზე მონლამზე, ლჰასას მთავარ ტაძარში დალაი ლამას საბოლოო გამოცდა ჩატარდა 20 000 ბერის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მან ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

დალაი ლამას სამშვიდობო ინიციატივები გაბათილებულ იქნა პეკინის ხისტი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიბეტში, რამაც მალევე დიდი არეულობა და ანტი ჩინური აჯანყებები გამოიწვია ტიბეტში. 1959 წლის 10 მარტს ლჰასაში დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის აჯანყება, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ ჩინელების ტიბეტიდან წასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. აჯანყება ჩინეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო. დალაი ლამა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტიბეტი და მან თავი ინდოეთს შეაფარა, სადაც მან და კიდევ 80 000 ტიბეტელმა პოლიტიკური დევნილების სტატუსი მიიღეს. მას შემდეგ ტიბეტის დევნილი მთავრობა ქალაქ დჰარმსალაში განთავსდა, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.

დევნილობის პერიოდში პოლიტიკური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
(2012)

დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.

დალაი ლამა მიიჩნევდა, რომ მისი უპირველესი ვალია გადაარჩინოს ტიბეტური კულტურა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა აშენდა 200 მონასტერი.

1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.

1987 წელს აშშს კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიული ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ 1988 წელს სტრასბურგში მან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.

იმავე 1991 წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, ხოლო იარსებებს თუ არა დალაი ლამას ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ტიბეტელთა გადასაწყვეტია[1].

ჯილდოები
თარიღი ჯილდო დამჯილდოვებელი ქვეყანა
1957 წერილების დოქროტი ბერანას ინდური უნივერსიტეტი ინდოეთი
31 აგვისტო 1959 რამონ მაგაისაის სახელობის ჯილდო საზოგადოების ლიდერობისთვის რამონ მაგაისაის საზოგადოება ფილიპინები
16 სექტემბერი 1959 ადმირალ რიჩარდ ბერდის მემორიალი ინტ'ლ გადარჩენის საზოგადოება აშშ
23 იანვარი 1969 ლინკოლნის ჯილდო
ლაკეტის ჯილდო
ამერიკის კვლევის ინსტიტუტი აშშ
ნორვეგია
17 ივნისი 1979 სპეციალური მედალი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აზიის ბუდისტთა საბჭო მშვიდობისთვის მონღოლეთი
17 სექტემბერი 1979 ღვთაებრიობის დოქტორი კაროლ კოლეჯი, ვოკეში აშშ
27 სექტემბერი 1979 ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორი აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტი აშშ
4 ოქტომბერი 1979 ჰუმანიტარობის დოქტორი სიეტლის უნივერსიტეტი აშშ
19 ოქტომბერი 1979 თავისუფლების მატარებელი გილბერტ დი ლუჩია, ტიბეტის მეგობრები აშშ
16 იანვარი 1984 საპატიო დოქტორის ხარისხი პარიზის უნივერსიტეტი საფრანგეთი
28 სექტემბერი 1987 ალბერტ შვაიზერის ჰუმანიტარული ჯილდო ადამიანთა ქცევის ფონდი აშშ
16 ივნისი 1988 ლეოპოლდ ლუკასის ჯილდო ტუბინგენის უნივერსიტეტი დ. გერმანია
21 ივნისი 1989 რაულ ვალენბერგის კონგრესის ადამიანთა უფლებების ჯილდო ადამიანთა უფლებების ფონდი ნორვეგია
23 სექტემბერი 1989 გაჭირვების დროს მტკიცედ დგომის აღიარება მსოფლიო მართვის საბჭო აშშ
4 დეკემბერი 1989 Prix de la Memoire დანიელ მიტერანის ფონდი საფრანგეთი
10 დეკემბერი 1989 ნობელის პრემია მშვიდობისთვის ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ნორვეგია
14 იანვარი 1990 ღვთაებრიობის დოქტორი უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი ინდოეთი
8 დეკემბერი 1990 Doctor Honoris Causa კარნატაკას უნივერსიტეტი ინდოეთი
6 აპრილი 1991 დამსახურებული მშვიდობისმყოფელის ჯილდო ბირთვული ეპოქის მშვიდობის ფონდი აშშ
25 მარტი 1991 შირომანის ჯილდო შირომანის ინსტიტუტი დელი ინდოეთი
17 აპრილი 1991 ადამიანის თავისუფლებისთვის მებრძოლის ჯილდო თავისუფლების სახლი, ნიუ-იორკი აშშ
23 აგვისტო 1991 მშვიდობის და ერთიანობის ჯილდო ეროვნოლი მშვიდობის კონფერენცია, დელი ინდოეთი
10 ოქტომბერი 1991 გაერთიანებული დედამიწის პრიზი კლაუს ნობელის გაერთიანებული დედამიწა აშშ
10 ოქტომბერი 1991| სიცოცხლის ბორბლის ჯილდო გაგების ტაძარი, ნიუ-იორკი აშშ
16 თებერვალი 1992 წმინდა ფილოსოფიის დოქტორი ლაფაეტის უნივერსიტეტი, ავრორა აშშ
5 მაისი 1992 სამართლის დოქტორი მელბურნის უნივერსიტეტი ავსტრალია
6 ივნისი 1992 Doctor Honoris Causa რიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტი ბრაზილია
11 სექტემბერი 1992 საპატიო პროფესორი კალმიკიის სახელმწიფო უნივერსიტეტი კალმიკია
17 სექტემბერი 1992 საპატიო პროფესორი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსეთი
14 მარტი 1993 თავისუფლებისთვის სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო თავისუფლების კოალიცია, მელბურნი ავსტრალია
20 მარტი 1994 უნივერსიტეტის მეგობარი ებრაული უნივერსიტეტი, იერუსალიმი ისრაელი
25 აპრილი 1994 ჰუმანური წერილების დოქტორი ბერეის კოლეჯი, ბერეა აშშ
26 აპრილი 1994 ჰუმანური წერილების და ხელოვნების დოქტორი კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ
27 აპრილი 1994 მსოფლიოს მშვიდობის დაცვის ყოველწლიური ჯილდო ნიუ-იორკის იურისტთა ალიანსი აშშ
4 ივნისი 1994 ფრანკლინ რუზველტის თავისუფლების მედალი ფრანკლინ და ელეონორა რუზველტების ინსტიტუტი აშშ
2 იანვარი 1995 წერილების დოქტორი ნაგპურის უნივერსიტეტი ინდოეთი
5 აპრილი 1995 ბუდიზმის ფილოსოფიის დოქტორი რიშოს უნივერსიტეტი, ტოკიო იაპონია
26 ივლისი 1996 პრეზიდენტის წარჩინების მედალი ინდიანას უნივერსიტეტი, ბლუმინქტონი აშშ
23 მარტი 1997 Doctor of Honoris Causa ჩუ სან უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი ტაივანი
23 მარტი 1997 სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ეროვნული სუნ იატ-სენის უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი ტაივანი
31 მაისი 1997 Doctor Honoris Causa კოლორადოს უნივერსიტეტი აშშ
1 ივნისი 1997 Doctor Honoris Causa რეგისის უნივერსიტეტი, დენვერი აშშ
11 სექტემბერი 1997 საერთაშორისო დიპლომატიური მეცნიერებების დოქტორი ტრიესტის უნივერსიტეტი იტალია
25 ნოემბერი 1997 პაულოს მარ გრეგორიოუსის ჯილდო პაულოს მარ გრეგორიოუსის კომიტეტი ინდოეთი
8 მაისი 1998 ჯულიეტ ჰოლისტერის ჯილდო ჯულიეტ ჰოლისტერის ფონდი, ნიუ-იორკი აშშ
8 მაისი 1998 ჰუმანიტარული წერილების დოქტორი ბრანდეისის უნივერსიტეტი, ბოსტონი აშშ
11 მაისი 1998 ღვთაებრიობის დოქტორი ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა აშშ
15 მაისი 1998 სამართლის დოქტორი ვინსკონსინის უნივერსიტეტი აშშ
11 ნოემბერი 1998 Doctor Honoris Causa სელტონ ჰილ კოლეჯი, გრინსბურგი აშშ
7 აპრილი 1999 Doctor Honoris Causa ბრაზილიის უნივერსიტეტი ბრაზილია
9 აპრილი 1999 Doctor Honoris Causa ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი არგენტინა
16 აპრილი 1999 ტეოლოგიის დოქტორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ
12 ოქტომბერი 1999 ბოდდჰის ჯილდო ამერიკული ბუდისტური კონგრესი აშშ
24 ნოემბერი 1999 სიცოცხლის მიღწევის ჯილდო ჰადასა ქალთა სიონიზმი ისრაელი
12 დეკემბერი 1999 დივალიბენ მოჰანლალ მეჰტას ჯილდო საერთაშორისო მშვიდობისთვის და ჰარმონიისთვის დივალიბენ მოჰანლალ მეჰტას საქველმოქმედო ნდობა ინდოეთი
16 ოქტომბერი 2000 Doctor Honoris Causa კომენიუსის უნივერსიტეტი, ბრატისლავა სლოვაკეთი
10 ივნისი 2001 Ecce homo Order Kancelaria Kapituly Orderu პოლონეთი
26 ნოემბერი 2001 Doctor Honoris Causa ლუსიადა პორტოს უნივერსიტეტი პორტუგალია
5 დეკემბერი 2001 Doctor Honoris Causa ტრომსოს უნივერსიტეტი ნორვეგია
21 მაისი 2002 მშვიდობის ჯილდო 2000 ავსტრალიის გაეროს ასოციაცია ავსტრალია
6 ივლისი 2002 წლის ადამიანი ხორვატიის აკადემიური საზოგადოება ხორვატია
14 ოქტომბერი 2002 ადამიანთა უფლებების პრიზი გრაცის უნივერსიტეტი ავსტრია
7 ნოემბერი 2002 Doctor Honoris Causa მონღოლეთის ეროვნული უნივერსიტეტი მონღოლეთი
7 ნოემბერი 2002 Doctor Honoris Causa მონღოლეთის მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მონღოლეთი
5 დეკემბერი 2002 ბასავაშრის ჯილდო ბასავაკენდრა, სრი მურუგა მათი, ჩიტრადურგა ინდოეთი
3 ივნისი მანფრედ ბიორკისტის მედალი სიგტუნას ფონდი შვედეთი
5 სექტემბერი 2003 Doctor Honoris Causa სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი აშშ
19 სექტემბერი 2003 ადამიანთა უფლებების ჯილდო ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ლიგა აშშ
9 ოქტომბერი 2003 ადამიანთა უფლებების პოპულარიზაციისთვის ჯილდო ჯაიმე ბრუნეტის ფონდი, მადრიდი ესპანეთი
16 აპრილი 2004 მოქალაქეთა მშვიდობის მშენებლობის მეორე ჯილდო კალიფორნიის უნივერსიტეტი აშშ
19 აპრილი 2004 Doctor Honoris Causa ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი, ვანკუვერი კანადა
20 აპრილი 2004 Doctor Honoris Causa სიმონ ფრაზერის უნივერსიტეტი კანადა
27 აპრილი 2004 Doctor Honoris Causa ტორონტოს უნივერსიტეტი კანადა
27 აპრილი 2004 საერთაშორისო აჩარია სუშილ კუმარის მშვიდობის ჯილდო ტორონტოს უნივერსიტეტი კანადა
28 აპრილი 2004 ჰემფრის მემორიალის ჯილდო ბუდიზმის სამსახურისთვის დიდი ბრიტანეთის ბუდისტთა საზოგადოება დიდი ბრიტანეთი
18 სექტემბერი 2004 Doctor Honoris Causa ნოვა სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, მაიამი აშშ
23 სექტემბერი 2004 Doctor Honoris Causa მაიამის უნივერსიტეტი აშშ
24 სექტემბერი 2004 Doctor Honoris Causa პუერტო-რიკოს უნივერსიტეტი პუერტო რიკო
27 სექტემბერი 2004 Doctor Honoris Causa კოსტა რიკას უნივერსიტეტი კოსტა რიკა
5 ოქტომბერი 2004 ოქროს მედალი მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტი მექსიკა
5 ოქტომბერი 2004 Doctor Honoris Causa Universidad Iberoamericana მექსიკა
27 ივლისი 2005 ჰესენის მშვიდობის პრიზი ჰესენის პარლამენტი, ვაისბადენი გერმანია
12 აგვისტო 2005 მანჰაის მშვიდობის პრიზი მანჰაის ფონდი სამხრეთ კორეა
25 სექტემბერი 2005 Doctor Honoris Causa რაჯერსის უნივერსიტეტი, ნიუ ჯერსი აშშ
6 ნოემბერი 2005 შთაგონების და გულმოწყალების ჯილდო ამერიკის ჰიმალაების ფონდი, სან ფრანცისკო აშშ
16 თებერვალი 2006 ბენ გურიონის ნეგევის ჯილდო ბენ გურიონის სახ. უნივერსიტეტი, ბეერ შევა ისრაელი
4 მაისი 2006 Doctor Honoris Causa სანტიაგოს უნივერსიტეტი ჩილე
9 სექტემბერი 2006 საპატიო მოქალაქეობა კანადა კანადა
19 სექტემბერი 2006 Doctor Honoris Causa ბუფალოს უნივერსიტეტი ნიუ-იორკი აშშ
14 ოქტომბერი 2006 Doctor Honoris Causa რომის უნივერსიტეტი იტალია
10 დეკემბერი 2006 თეთრი ლოტუსის ორდენი კალმიკია რუსეთი
9 მაისი 2007 Doctor Honoris Causa სმიტის კოლეჯი აშშ
12 მაისი 2007 BILD ჯილდო BILD ჟურნალი გერმანია
8 ივნისი 2007 Doctor Honoris Causa სამხრეთის ჯვრის უნივერსიტეტი ავსტრალია
20 სექტემბერი 2007 Doctor Honoris Causa მიუენსტერის უნივერსიტეტი გერმანია
8 ოქტომბერი 2007 აჰიმსას ჯილდო ჯაიანიზმის ინსტიტუტი დიდი ბრიტანეთი
17 ოქტომბერი 2007 აშშ-ს კონგრესის ოქროს მედალი აშშ კონგრესი აშშ
22 ოქტომბერი 2007 საპრეზიდენტო წარჩინებული პროფესორი ემორის უნივერსიტეტი აშშ
14 აპრილი 2008 Doctor Honoris Causa ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სიეტლი აშშ
13 ივლისი 2008 Doctor Honoris Causa ლეგის უნივერსიტეტი აშშ
8 დეკემბერი Doctor Honoris Causa იაგელონიის უნივერსიტეტი პოლონეთი


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დალაი ლამას ინტერვიუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-23. ციტირების თარიღი: 2008-12-30.