ონი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ონი | |||||
ონის სინაგოგა | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 42°35′00″ ჩ. გ. 43°26′35″ ა. გ. / 42.58333° ჩ. გ. 43.44306° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | მე-15 საუკუნე | ||||
ცენტრის სიმაღლე | 830 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 2656[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,9 % ებრაელები 0,5 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 473[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 3600[3] | ||||
ოფიციალური საიტი | https://oni.gov.ge/ | ||||
ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში. გაშენებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მეტრი, თბილისიდან 210 კილომეტრი. 2656 მცხოვრები (2014).
ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ საყრდენი კედლის აგების შემდეგ. გაყვანილია წყალსადენი. ქალაქზე გადის ოსეთის სამხედრო გზა. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქს უჭირავს ვაკის ვიწრო ზოლი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს — ჯეჯორასა და ღარულას შორის.
ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10 °C, იანვარი — 1 °C, ივლისი 20,4 °C, აბსოლუტური მინიმალური — 27 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1000—1100 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ონი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV-XVI საუკუნეებში. მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზღების თანახმად, ონი დააარსა იბერიის მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II ს.). შუა საუკუნეებში გაიზარდა ფეოდალური ქალაქის — ონის ეკონომიკური მნიშვნელობა; აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ იყო დაბა; წარმოადგენდა რაჭის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, განვითარებული იყო ხელოსნობა. 1846 წლიდან იყო ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები (ბრინჯაოს ხანა), აგრეთვე კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI-III სს.) განძი. ქალაქში შემონახულია შუა საუკუნეების ციხის გალავანი და სინაგოგა.
ვახუშტი ბაგრატიონი ონის შესახებ წერს:
„ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“
|
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2656 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1882[4] | 626 | ||
1989[5] | 5482 | -- | -- |
2002[5] | 3342 | -- | -- |
2014[1] | 2656 | 1217 | 1439 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
- ↑ 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
|
|