შინაარსზე გადასვლა

ჩოხატაური

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
ჩოხატაური

დაბის საერთო ხედი სოფელ შუა ამაღლებიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°01′08″ ჩ. გ. 42°14′22″ ა. გ. / 42.01889° ჩ. გ. 42.23944° ა. გ. / 42.01889; 42.23944
ადრეული სახელები ჩახატაური
ამჟამინდელი სტატუსი 1947
ფართობი 204 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1815 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
რუსები 0,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 419[1]
საფოსტო ინდექსი 4900[2]
ოფიციალური საიტი https://chokhatauri.gov.ge/
ჩოხატაური — საქართველო
ჩოხატაური
ჩოხატაური — გურიის მხარე
ჩოხატაური

ჩოხატაურიდაბა გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული და ჯანდაცვის დაწესებულებები, ერთი საჯარო და ერთი სამრევლო სკოლა, მცირე საწარმოები, საფეხბურთო კლუბი „ბახმარო“. დაბაში შემორჩენილია ტრადიციული გურული ოდა-სახლები.

მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 150 მ., თბილისიდან 310 კმ., რკინიგზის სადგურ საჯავახოდან 20 კმ-ის მანძილზე, საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე.

სახელწოდება „ჩოხატაურის“ ადრინდელი ფორმაა „ჩახატაური“, რომელიც ნაწარმოებია საგვარეულო სახელიდან — ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი. XIX საუკუნის 70-იან წლებამდე ჩახატაურად იწოდებოდა ამჟამინდელი ჩოხატაურის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება მდინარე სუფსის მარჯვნივ, თეთრიღელის ხერთვისში. 1820 წლის აპრილიდან აგვისტომდე იმერეთის აჯანყების დროს ჩახატაური წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ჯარებისა და აჯანყებულ გურულებს შორის ბრძოლების ერთ-ერთ ადგილს. აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩახატაურში დაანგრიეს გამაგრებული კოშკები, დარჩა მხოლოდ რუსული საგუშაგო.

სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ ჩოხატაური ეწოდა ადგილს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ოსკოჯურის ღელის შესართავთან. მალე მან მოიცვა ყოფილი სოფელი ბირკნალიც, რომელიც 1873 წლის მონაცემებით ცალკე სოფლად ფიქსირდებოდა. ჩოხატაური შედიოდა ფარცხმის საზოგადოებაში. 1884 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო შემდეგ ბიბლიოთეკა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ჩოხატაური წარმოადგენდა ქუთაისი-ოზურგეთის გზისპირა სოფელს, სადაც მდებარეობდა კანცელარია, ფოსტა, სასამართლო, დუქნები და სხვ. იყო საპოლიციო უბნის ცენტრში, სადაც იჯდა ბოქაული და მოსახლეობის აქტიური მისვლა-მოსვლის ადგილი.[3] მოსახლეობა უჩიოდა უსუფთაობას, სიბინძურეს, ანტისანიტარიას.[4] 1896 წლიდან ჩოხატაურის სოფლის ექიმი იყო გრიგოლ ქუთათელაძე, 1900 წლიდან — გალაქტიონ ნადირაძე. 1906 წლის თებერვალში გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია აკეთი, გადაწვა 20 სახლი და ნალია.[5]

1930 წელს გახდა ჩოხატაურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1947 წელს. ჩოატაურის სადაბო საბჭოში შევიდა აგრეთვე სოფელი გუთური. 1958 წელს გაიხსნა აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. პირველი ექსპოზიცია მოეწყო 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში დაბაში მოქმედებდა ქუთაისის ავტოქარხნის ფილიალი, საგრენაჟო ქარხანა, მანქანა-ტრაქტორთა სარემონტო საწარმო, ჩაის 4 ფაბრიკა, ღვინის ქარხანა, სასურსათო და პურკომბინატები, კინოთეატრი, 3 საავადმყოფო, პოლიკლინიკა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 611
1959 2622 1188 1434
1970 2136 1002 1134
1979 2361 1103 1258
1989 2633 1270 1363
2002 2130
2014 1815

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. სოფლის ვითარება // კვალი : გაზეთი, 1897, № 39, გვ. 3-5.
  4. „ცნობის ფურცელი“ N635 გვ. 2 22 სექტემბერი, 1898
  5. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 210, ISBN 978-9941-9458-6-1.
  6. Кавказский календарь на 1910 год