Fly from Here
Fly from Here | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
22 ივნისი 2011 (იაპონია) 1 ივლისი 2011 (ევროპა) 12 ივლისი 2011 (აშშ) [1][2][3] | |||
ჩაიწერა |
ოქტომბერი-ნოემბერი 2010 იანვარი-თებერვალი 2011 (ლოს-ანჯელესი) ხმის მიქსი: აპრილი 2011 (ლონდონი) | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 47:28 | |||
ლეიბლი |
Frontiers Records (ევროპა, აშშ) Avalon (იაპონია) | |||
პროდიუსერი | ტრევორ ჰორნი [3] | |||
Yes — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Fly from Here | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Daily Express | [4] |
Sputnikmusic | [5] |
Paste Magazine | [6] |
The Guardian | [7] |
Blurt Magazine | [8] |
All Music Guide | [9] |
Fly from Here — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის მეოცე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა იაპონიაში, 2011 წლის 22 ივნისს, ლეიბლზე Avalon Records. აშშ-ში დისკი გამოვიდა 2011 წლის 12 ივლისს[10]. ევროპაში იგი გამოიცა 1 ივლისს. ალბომის სახელწოდება მომდინარეობს სასათაურო კომპოზიციისგან.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Fly from Here არის ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი 2001 წლის დისკის Magnification შემდეგ. აგრეთვე ეს არის პირველი დისკი, რომელიც ჩაიწერა ვოკალისტ ბენუა დევიდის მონაწილეობით, ჯონ ანდერსონის გარეშე.[11] 2008 წლამდე, სანამ Yes-ს შეუერთდებოდა, დევიდი გამოდიოდა ჯგუფთან Close to the Edge - კანადურ კოლექტივთან, რომელიც Yes-ის სიმღერებს რამდენიმე წლის მანძილზე ასრულებდა.[12] იგი 1999 წლიდან ასევე არის კანადურ ჯგუფ Mystery-ს ვოკალისტი.
ტრევორ ჰორნი, რომელიც ალბომზე Drama (1980) და მის შემდგომ ტურნეზე მთავარი ვოკალისტის მოვალეობას ასრულებდა და შემდეგი ალბომის, 90125 (1983) პროდიუსერი და დისკის Big Generator (1987) თანაპროდიუსერი იყო, დაბრუნდა ახალ ალბომზე სამუშაოდ.[3] Drama-ს პერიოდის მუსიკოსი ჯეფ დაუნზი (კლავიშებიანი საკრავები) ასევე დაბრუნდა ჯგუფში,[3][11] ვინაიდან იგი ოლივერ უეიკმენმა დატოვა. თუმცა, უეიკმენი ასევე მუშაობდა ახალ სიმღერებზე.[3][13][14]
ალბომის სასათაურო კომპოზიცია ეფუძნება სიმღერას, რომელიც 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწერა. დაუნზმა და ჰორნმა დემო-ჩანაწერი „We Can Fly from Here“ ჯერ კიდევ 1980 წელს წარადგინეს, სანამ ჯგუფს შეუერთდებოდნენ. პირველად ნომერი შესრულდა ჯგუფის რეპეტიციებზე ბილ ბრუფორდის მონაწილეობით (დასარტყმელი საკრავები).[15] მოგვიანებით იგი ჩაიწერა Yes-ის მიერ, არ იქნა შეტანილი Drama-ში, მაგრამ სრულდებოდა 1980 წლის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში.[16] ამ პერიოდის ცოცხალი ჩანაწერი შეტანილია კრებულში The Word Is Live (2005).[17] 1981 წელს Yes დროებით დაიშალა. ჰორნმა და დაუნზმა სიმღერის კიდევ ერთი დემო-ვერსია, ორნაწილიანი სუიტის სახით ჩაწერეს ჯგუფის The Buggles მეორე ალბომში Adventures in Modern Recording (1981) შესატანად. მაგრამ იგი არც ამ ალბომში შოხვედრილა. დემო წარმოდგენილია მის 2010 წლის ახალ გამოცემაში.[18]
Yes-ის საბოლოო ვერსიაში პირველი და მეორე ნაწილი ეფუძნება ადრეულ ჩანაწერებს. სკუაირის თანახმად, ეს არის Yes-ის რიგით მეთხუთმეტე ეპიკური კომპოზიცია, პირველი ეპიკური პიესა 15 წლის შემდეგ. იგი დაახლოებით 25 წუთს გრძელდება.[19][20]
სიმღერა „Life on a Film Set“ ასევე ეფუძნება The Buggles-ის დემოს „Riding a Tide“, რომელიც ასევე მოხვდა Adventures in Modern Recording-ის 2010 წლის გამოცემაში. ახალ სიმღერებს შორის არის სტივ ჰაუს აკუსტიკური „Solitaire“.
ჯგუფის 2011 წლის ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა ოთხი სიმღერა ალბომიდან - მთლიანი „Fly From Here“, „Life on a Film Set“, „Solitaire“ და „Into the Storm“.
გარეკანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის გარეკანის ავტორია როჯერ დინი, რომელსაც ეკუთვნის ჯგუფის გარეკნების უმეტესობა.[19] ეს არის ნახატი, დაწყებული 1970 წელს. ნახატი საბოლოოდ დასრულებული იქნა წინა გარეკნების სტილისტიკის გათვალისწინებით, მაგრამ მასზე დატოვებულია ორიგინალური ფერიის ფერები და ტექსტურა.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Fly From Here - Overture“ | ტრევორ ჰორნი, ჯეფ დაუნზი | 1:53 |
2. | „Fly From Here - Pt I - We Can Fly“ | ჰორნი, დაუნზი, კრის სკუაირი | 6:00 |
3. | „Fly From Here - Pt II - Sad Night at the Airfield“ | ჰორნი, დაუნზი | 6:41 |
4. | „Fly From Here - Pt III - Madman at the Screens“ | ჰორნი, დაუნზი | 5:16 |
5. | „Fly From Here - Pt IV - Bumpy Ride“ | სტივ ჰაუ | 2:15 |
6. | „Fly From Here - Pt V - We Can Fly (reprise)“ | ჰორნი, დაუნზი, სკუაირი | 1:44 |
7. | „The Man You Always Wanted Me to Be“ | სკუაირი, ჯერარდ ჯონსონი, საიმონ სესლერი | 5:07 |
8. | „Life on a Film Set“ | ჰორნი, დაუნზი | 5:01 |
9. | „Hour of Need“ | ჰაუ | 3:07 |
10. | „Solitaire“ | ჰაუ | 3:30 |
11. | „Into the Storm“ | სკუაირი, ოლივერ უეიკმენი, ჰაუ, ჰორნი, ბენუა დევიდი, ალან უაიტი | 6:54 |
იაპონური გამოცემის დამატება | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
12. | „Hour of Need (სრული ვერსია)“ | ჰაუ | 6:45 |
ჩარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტები (2011) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
გერმანიის ალბომების ჩარტი[21] | 16 |
შოტლანდიის ალბომების ჩარტი[22] | 19 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[23] | 30 |
ბილბორდ 200 | 36 |
Fly From Here მოხვდა საფრანგეთის ჩარტებში 147 ადგილზე და ერთი კვირის შემდეგ 134-ემდე ავიდა.[24] იაპონიის ჩარტებში იგი #56,[25] ბრიტანეთში - #30,[26] (გაიყიდა რა 5,242 ასლის ოდენობით გამოცემიდან პირველი კვირის განმავლობაში),[27], ხოლო შოტლანდიაში - #19 პოზიციაზე მოხვდა. ნიდერლანდებში იგი აღმოჩნდა #43, ხოლო შვედეთში - #31 ადგილზე.[28]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yes
- ბენუა დევიდი – წამყვანი ვოკალი
- კრის სკუაირი – ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი, წამყვანი ვოკალი სიმღერაში „The Man You Always Wanted Me to Be“
- სტივ ჰაუ – გიტარა, დამატებითი ვოკალი სიმღერაში „Hour of Need“
- ალან უაიტი – დასარტყმელი საკრავები
- ჯეფ დაუნზი – კლავიშებიანი საკრავები
- სხვა მუსიკოსები
- ოლივერ უეიკმენი – დამატებითი კლავიშებიანი საკრავები სიმღერებში „We Can Fly“, „We Can Fly (reprise)“ და Hour of Need“
- ტრევორ ჰორნი – დამატებითი ვოკალი, დამატებითი კლავიშებიანი საკრავები[29]
- ლუი ჟარდემი – პერკუსია[30]
- ჯერარდ ჯონსონი – ფორტეპიანო სიმღერაში „The Man You Always Wanted Me to Be“
- პროდიუსერები
- ტიმ ვეიდნერი – ხმის მიქსი, ხმის ინჟინერი
- ტრევორ ჰორნი - პროდიუსერი, თანაავტორი
- კერტის შვარცი - ხმის ინჟინერი კომპოზიციაში „Solitaire“
- ჯონ დეივისი - მასტერინგი
- როჯერ დინი – გარეკანის დიზაინი
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტები (2011) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
გერმანიის ალბომები (Media Control)[31] | 16 |
შოტლანდიის ალბომების ჩარტი[32] | 19 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[33] | 134 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[34] | 39 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[35] | 31 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[36] | 24 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[37] | 43 |
ბელგია (ვალონია)[38] | 45 |
იაპონიის ალბომების ჩარტი[39] | 56 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[40] | 30 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[41] | 36 |
აშშ - დამოუკიდებელი ალბომები (ბილბორდი)[42] | 7 |
აშშ-ის საუკეთესო როკ-ალბომები (ბილბორდი)[43] | 9 |
აშშ - Top Tastemaker Albums (ბილბორდი)[44] | 4 |
Fly From Here-ის დებიუტი საფრანგეთის ჩარტებში შედგა 147-ე პოზიციით. ერთი კვირის შემდეგ იგი ჩარტში 134-ე პოზიციამდე ავიდა[33]. იაპონიის ჩარტებში ალბომმა 56-ე პოზიციამდე მიაღწია[39], ბრიტანეთში 30-ე იყო,[45], გაიყიდა რა გამოცემიდან პირველ კვირაში 5242 ასლის სახით[27]. შოტლანდიის ჩარტში დისკმა #19 პოზიციამდე მიაღწია. ნიდერლანდებში იგი #43, ხოლო შვედეთში - #31 იყო.[35] აშშ-ში გამოსვლისთანავე მან 36-ე პოზიცია დაიკავა, ჩამოვარდა რა 97-ე პოზიციამდე იმავე კვირაში. ამასთან, იგი იყო Talk-ის შემდეგ ჯგუფის პირველი ალბომი, რომელმაც საუკეთესო ასეულში ორი კვირა გაატარა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ YES AND STYX CO-HEADLINING U.S. SUMMER TOUR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
- ↑ Where are they now? - Yes. bondegezou.co.uk (12 ივნისი 2011). ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2011.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Yes' Squire on band's first album in a decade. Bradenton.com (4 მარტი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-17. ციტირების თარიღი: 13 მარტი 2011.
- ↑ Gage, Simon. (2011-07-01) Yes: Fly From Here (Frontiers). ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ Robin, Smith. (2011-07-01) Yes - Fly from Here. Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ Reed, Ryan. (2011-07-11) Yes-Fly from here. Pastemagazine. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Simpson, Dave. (2011-07-14) Yes: Fly From Here – review. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
- ↑ Chiu, დევიდ. (2011-07-15) Yes: Fly From Here – review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
- ↑ Eder, Bruce. Fly From Here -Yes]. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
- ↑ Frontiers Records: Fly from Here
- ↑ 11.0 11.1 Astral Traveler: An Interview with Chris Squire, by Aaron LaFont, Offbeat,7 მარტი 2011
- ↑ Knopper, Steve (მარტი 17, 2011). „Squire's bass a constant on Yes' musical adventure“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 25, 2011.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-09. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
- ↑ Knopper, Steve (მარტი 17, 2011). „Squire's bass a constant on Yes' musical adventure“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2013. ციტირების თარიღი: მარტი 19, 2011.
- ↑ Welch, Chris (2003). Close to the Edge: The Story of Yes, 3rd, Omnibus Press, გვ. 190, 196. ISBN 978-0711995093. ციტირების თარიღი: მარტი 15, 2011.
- ↑ Greene, Andy. (მარტი 25, 2011) Yes Reunite With 'Owner Of A Lonely Heart' Producer Trevor Horn. Rolling Stone. ციტირების თარიღი: მარტი 28, 2011.
- ↑ The Word Is Live – Yes. Allmusic. ციტირების თარიღი: მარტი 19, 2011.
- ↑ Adventures In Modern Recording – The Buggles. Allmusic. ციტირების თარიღი: მარტი 19, 2011.
- ↑ 19.0 19.1 "Affirmative Action" დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. , by Nikki M. Miscali, The Weekender, 22 მარტი 2011
- ↑ Fly from Here Electronic Press Kit
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2021-09-26.
- ↑ http://www.theofficialcharts.com/scottish-albums-chart/
- ↑ http://www.theofficialcharts.com/albums-chart/
- ↑ Le classement des Albums Nouveautes. Disque en France (Week of 27/06/2011 to 03/07/2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-22. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ Fly from Here. Oricon. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ The Official UK Albums Chart Update. BBC Radio 1 (2011-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ 27.0 27.1 Beyoncé remains at top of album charts with narrow lead over Adele დაარქივებული 2012-08-30 საიტზე Wayback Machine. , by Alan Jones, Music Week, 10 ივლისი 2011
- ↑ Yes - Fly from Here, swisscharts.com]
- ↑ "Steve Howe - Into the Storm" - interview on Innerviews website
- ↑ Fly from Here liner notes, Frontiers Records, 2011
- ↑ "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ შოტლანდიის ალბომების ჩარტი. Theofficialcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო 2011.
- ↑ 33.0 33.1 {{cite web|url=Fly from Here. Oricon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-20. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.
- ↑ "Yes – Fly From Here". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ 35.0 35.1 "Yes – Fly From Here". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ "Yes – Fly From Here". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ „Dutchcharts.nl – Yes – Fly From Here“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ Yes – Fly From Here. ultratop.be. Retrieved 1 ივნისი 2013.
- ↑ 39.0 39.1 Fly from Here. Oricon. ციტირების თარიღი: 9 July 2011.
- ↑ Album Top 40 from the Official UK Charts Company. Theofficialcharts.com. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო 2011.
- ↑ „Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის დამოუკიდებელი ალბომები - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის Top Tastemaker Albums - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
- ↑ The Official UK Albums Chart Update. BBC Radio 1 (6 ივლისი 2011). ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.