Heaven & Earth (Yes-ის ალბომი)
Heaven & Earth | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 16 ივლისი 2014 | |||
ჩაიწერა |
6 იანვარი – 14 მარტი 2014 ; Neptune Studios, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 51:29 | |||
ლეიბლი | Frontiers | |||
პროდიუსერი | როი თომას ბეიკერი | |||
Yes — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
The Guardian | [2] |
Heaven & Earth — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის 21-ე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2014 წლის 16 ივლისს Frontiers Records-ზე. Heaven & Earth არის ჯგუფის პირველი ალბომი ჯონ დევისონის მონაწილეობით. მისი პროდიუსერია როი თომას ბეიკერი, რომელიც Yes-თან 1979 წლის სესიების დროს თანამშრომლობდა.
იდეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Heaven & Earth არის Yes-ის პირველი სტუდიური ალბომი ამერიკელ ვოკალისტ ჯონ დეივისონის მონაწილეობით და პირველი სამი წლის განმავლობაში, ალბომის Fly from Here (2011) შემდეგ, რომელიც ერთადერთი ალბომია კანადელ ვოკალისტ ბენუა დევიდის მონაწილეობით.
ბეკ-ვოკალის სესიების ხმის ინჟინერის სახით ალბომზე მუშაობდა ბილი შერვუდი, რომელიც ჯგუფიდან 2000 წელს წავიდა.[3] ალბომის პროდიუსერია როი თომას ბეიკერი.
სტივ ჰაუ ალბომის სათაურის შესახებ: „რაღაც მხრივ, Heaven & Earth იგივეა, რაც კარგი და ცუდი, ინი და იანი, ზემოთ და ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ. ეს არის ორი უკიდურესობა, მაგრამ, ვფიქრობ, მე და როჯერს მოგვეწონა იდეა, რომ დედამიწა არის ფიზიკური ადგილი, სადაც იკვლევ და კვანტური ფიზიკით ხარ დაკავებული. [...] ცა კი არის უცნობი ადგილი, გარკვეული მიზნების გარეშე, როგორც ყველამ იცის. და არ აქვს მნიშვნელობა, სრულად ხარ დაკავებული რელიგიური რწმენით ან სხვა მხრივ ხარ გრძნობ სულიერებას. აქ არ არის აუცილებელი რელიგიური ვალდებულებები - უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ნამდვილად რაღაც არის, რაზეც არაფერი ვიცით. [...] ეს არის ცნობილის და უცნობის ორმაგი სახის შეჯამება და რაც უფრო მეტად უყურებ ცნობილს, მით უფრო მეტად ხედავ, რომ უცნობი უფრო მეტია, ვიდრე გეგონა.“ [4]
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 6 იანვრიდან 14 მარტამდე ჯგუფი იწერდა ახალ ალბომს, პირველ ჯონ დეივისონის მონაწილეობით. ჩაწერა მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესში, პროდიუსერ როი თომას ბეიკერის ზედამხედველობით.[5] ეს არის ჯგუფის პირველი ნამუშევარი ბეიკერთან ერთად, რომელთან ჩაწერაც შეწყდა 1979 წლის ბოლოს, როდესაც Yes პარიზში მუშაობდა. ახალი სესიები კრის სკუაირის მიერ დასახელდა, როგორც „სასიამოვნო მოვლენა“. მისი თქმით, ბეიკერი არის „თანაშრომლობისთვის კარგი პიროვნება.“ [6] 2014 წლის იანვარში ჯგუფის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა პირველი ფოტოსურათები, გადაღებული სტუდიაში ბეიკერთან ერთად. [7] 2014 წლის 7 მარტს ჯეფ დაუნზი თავის Twitter-ში წერდა, რომ მან დაასრულა ალბომისთვის კლავიშებიანების ჩაწერა[8]
2014 წლის 5 მარტს ბილი შერვუდმა თავის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე განაცხადა, რომ იგი ხმის ინჟინერის სახით მუშაობდა ვოკალურ სესიებზე, რომლებიც დაიწყო მეორე დღეს. მან აგრეთვე დაადასტურა, რომ სულ ცოტა, სკუაირიც და ჰაუც იწერდნენ ვოკალებს.[3] 2014 წლის აპრილის ინტერვიუდან დეივისონისთან ცნობილი გახდა, რომ ჩაწერა დასრულდა 2014 წლის 19 მარტიდან დაგეგმილი ტურნეს წინ. „ბოლო წამს ყველაფერს ვამატებ [...] დრო ამოგვეწურა და უნდა გავემგზავროთ.“ მან აგრეთვე განაცხადა, რომ ალბომზე იქნებოდა 8, ხოლო იაპონურ გამოცემაში - ერთი დამატებითი სიმღერა.[9]
2014 წლის მარტში მიმდინარეობდა ალბომის ხმის მიქსი.[6]
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინა ალბომისგან, Fly from Here, განსხვავებით, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნებოდა დაუნზისა და პროდიუსერ/ყოფილ წევრ ტრევორ ჰორნის ძველ კომპოზიციებს, Heaven & Earth შედგენილია მხოლოდ ახალი მასალისგან.[10] Yes-სთან პირველი ალბომის შემთხვევაში, დეივისონი სიმღერების შექმნის პროცესში მთლიანად იყო ჩართული. სკუაირი: „მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა [ახალ ალბომში] შექმნაში, როგორც მუსიკის, ასევე ტექსტების მხრივ. [...] [მან] შემოიტანა სიმღერების შექმნისა და ტექსტების წერის საინტერესო სახე. მან დაწერა ალბომის ტექსტების დიდი ნაწილი.“ [6] დეივისონის მიერ სიმღერების შექმნის შესაძლებლობები ჰაუმ დაასახელა, როგორც „შესანიშნავი“ და Heaven & Earth შეადარა Fly From Here-ს სიმღერების შექმნის პროცესის კუთხით: „ბენუა დევიდი არ წერდა, ამიტომ ტრევორ ჰორნი ჩართული იქნა შექმნაში [...] ჯონი არის ნამდვილად შესანიშნავი.“ [11] დეივისონი: „მეგონა, რომ იქნებოდა [ძალიან რთული], მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. ისინი და [მათი] კომპოზიციური სტილები და მოდელები და ტემპი კარგად გავიცანი.“ [9]
ჰაუ: „Heaven & Earth-ს აქვს სიხასხასე და ბევრი წინა ალბომისგან გამორჩეული პოზიცია. იმედია, რომ ამ სიხასხასეს მოიწონებენ.“ [11] სხვა ინტერვიუში მან განიხილა ის ფაქტი, რომ ალბომზე არ იქნებოდა „ეპიკური“, ხანგრძლივი სიმღერები. „გვაქვს რამდენიმე ხანგრძლივი კომპოზიცია, რამდენიმე საკმაოდ კარგია. ვფიქრობ, რომ ასეთია ეს ალბომი - აქ დიდი კონცეფციებით დროს არ ვიკავებთ, აქ მუსიკაში არის სხვადასხვა სურნელება და პიკანტურობა, რომელიც ერთმანეთს აჩენს. თუკი არის სიმღერა, რომელიც ერთი მიმართულებისაა, შემდეგ კი მოდის სხვა მიმართულების მქონე, ჩვენ უბრალოდ არ ვწერთ 8 ერთნაირ სიმღერას.“[4]
სკუაირი Heaven & Earth-ს აღწერდა, როგორც „მისაწვდომ, მაგრამ კვლავ რისკიან ალბომს“. „არის სამი კომპოზიცია, რომელიც უფრო ხანგრძლივია, 9-10 წუთამდე. ამიტომ ალბომს უეჭველად აქვს Yes-ური დალაგების კვალი.“ მან აგრეთვე განიხილა დეივისონის, როგორც სიმღერების ავტორის ნამუშევარი: „ჯონმა კარგად იმუშავა. თითოეულ ჩვენგანთან მან იმუშავა რამდენიმე სიმღერაზე და საბოლოოდ მივიღეთ ალბომი ძალიან ძლიერი მუსიკით.“ [12]
დეივისონის ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ალბომში იქნებოდა 8 სიმღერა, ხოლო იაპონურ გამოცემაში დაემატებოდა კიდევ ერთი.[9] ჰაუმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა ერთობლივად, უმეტესობის ავტორი თავად არის ან მხოლოდ დეივისონი.[4]
დეივისონმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჯგუფს აქვს დამატებითი მასალის დიდი რაოდენობა, რომელიც ალბომის ჩაწერისას არ დაუსრულებიათ, მათ შორის - „დიდი პროგრესული პიესა“, ძირითადად დაწერილი მასსა და დაუნზის მიერ. როგორც მან თქვა, იგი შესაძლოა, საბოლოოდ მოხვდეს შემდეგ ალბომში.[9]
გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 13 ივნისს ჯგუფმა სიმღერის „Believe Again“ ნაწყვეტი ოფიციალურად გამოაქვეყნა სპეციალურ საიტზე yesheavenandearth.com. გარდა ამისა, iTunes-ზე ალბომის წინასწარი შეკვეთისას ხელმისაწვდომი გახდა სიმღერის სრული ვერსიაც.[13]
მუსიკოსების კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„„Believe Again“-ის ლირიკული თემა ეხება თვითაღმოჩენას, კოლექტიური ერთობლიობის განვითარებას და დაუფლებული რწმენით გამოწვეულ სიმშვიდეს. სიმღერა არის მოწოდება, გავაზიაროთ იდეა იმისა, რომ რაოდენ შორს არ უნდა გადავუხვიოთ უდიდესი მიზნებისგან, ყოველი არსში დამალულ სულიერი სიყვარულის რეალობაში გამოსყიდვის მოძიება გვიანი არასოდეს არის. ამ წმინდა დინების შესახებ შევიტყობთ ჩვენ გონებისა და გულების დამშვიდებით, მტკიცებებისა და მედიტაციების მეშვეობით - ამაში იგულისხმება ტექსტში არსებული „empty space“.[14]“
| |
(ჯონ დეივისონი)
|
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტანდარტული გამოცემა | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Believe Again“ | ჯონ დეივისონი/სტივ ჰაუ | 8:02 |
2. | „The Game“ | კრის სკუაირი/დეივისონი/ჯერარდ ჯონსონი | 6:51 |
3. | „Step Beyond“ | ჰაუ/დეივისონი | 5:34 |
4. | „To Ascend“ | დეივისონი/ალან უაიტი | 4:43 |
5. | „In A World Of Our Own“ | დეივისონი/სკუაირი | 5:20 |
6. | „Light Of The Ages“ | დეივისონი | 7:41 |
7. | „It Was All We Knew“ | ჰაუ | 4:13 |
8. | „Subway Walls“ | დეივისონი/ჯეფ დაუნზი | 9:03 |
იაპონური გამოცემის დამატება | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
4. | „To Ascend“ (აკუსტიკური) | დეივისონი/უაიტი | 4:34 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yes
- ჯონ დეივისონი – წამყვანი და ბეკ-ვოკალი, აკუსტიკური გიტარა (1, 4, 6)
- კრის სკუაირი – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი [3]
- სტივ ჰაუ – გიტარები, ბეკ-ვოკალი[3]
- ალან უაიტი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია[9]
- ჯეფ დაუნზი – კლავიშებიანი საკრავები
- სხვა პერსონალი
- როი თომას ბეიკერი – პროდიუსერი
- ბილი შერვუდი – ხმის მიქსი[15], ბეკ-ვოკალების ინჟინერი[3]
- მაორ აპეულბაუმი - მასტერინგი
- როჯერ დინი - ნახატი და ლოგო
- დეივ დისარტი - ხმის ინჟინერი
- ერიკ კორსონი - ხმის ინჟინერი
- დენიელ მერონი - ხმის ინჟინერის თანაშემწე
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტები (2014) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ბელგია (ვალ)[16] | 50 |
ნიდერლანდები [17] | 41 |
იაპონიის ალბომების ჩარტი (Oricon) [18] | 37 |
შოტლანდიის ალბომების ჩარტი[19] | 18 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[20] | 20 |
ფინეთის ალბომების ჩარტი[21] | 45 |
გერმანიის ალბომების ჩარტი[22] | 23 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[23] | 29 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი[24] | 56 |
აშშ ბილბორდ 200[25] | 26 |
აშშ-ის საუკეთესო როკ-ალბომები (ბილბორდი)[26] | 7 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jurek, Tom. Heaven & Earth - Yes (სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები). AllMusic.
- ↑ JHall, Tim. Yes: Heaven and Earth review – a rich, 70s prog-rock sound. The Guardian.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 „Billy Sherwood announces involvement in next Yes album on Facebook“. 5 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2014.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Steve Howe Of Yes On Their New Album, 2014 Summer Tour + "Ethereal" Life. ultimateclassicrock.com (by Matt Wardlaw) (5 აპრილი 2014). ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2014.
- ↑ lordsofmetal.nl / Interviews / Yes
- ↑ 6.0 6.1 6.2 An Interview with Chris Squire of YES - მარტი 19, 2014. lithiummagazine.com - 21 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ https://www.facebook.com/media/set/?set=a.737398216272169.1073741835.223599747652021&type=1
- ↑ https://twitter.com/asiageoff/status/441997244611317760
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Jon Davison (YES) Interview. progreport.com (1 აპრილი 2014). ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2014.
- ↑ Yes: Chris Squire talks about Heaven & Earth album in new interview..
- ↑ 11.0 11.1 Veteran rockers Yes bring classic albums in entirety to Borgata. pressofatlanticcity.com (2 აპრილი 2014). ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2014.
- ↑ Chris Squire of Yes Talks 'Heaven & Earth' Album, New Singer, Rock Hall. billboard.com. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2014.
- ↑ Heaven & Earth. iTunes GB. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 13 ივნისი 2014.
- ↑ yesheavenandearth.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-09. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2014.
- ↑ [1]
- ↑ http://www.ultratop.be/fr/album/3ccf2/Yes-Heaven-&-Earth
- ↑ http://dutchcharts.nl/showitem.asp?interpret=Yes&titel=Heaven+%26+Earth&cat=a
- ↑ http://www.oricon.co.jp/prof/artist/40673/products/music/1076781/1/
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-01. ციტირების თარიღი: 2013-07-31.. Retrieved 27 ივლისი 2014.
- ↑ UK Albums Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-08. ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2014.
- ↑ http://finnishcharts.com/showitem.asp?interpret=Yes&titel=Heaven+%26+Earth&cat=a. Retrieved 27 ივლისი 2014.
- ↑ http://www.fan-lexikon.de/musik/news/deutsche-album-charts-andrea-berg-sichert-sich-die-eins.173631.html. Retrieved 29 ივლისი 2014.
- ↑ http://hitparade.ch/album/Yes/Heaven-&-Earth-249074. Retrieved 30 ივლისი 2014.
- ↑ http://austriancharts.at/showitem.asp?interpret=Yes&titel=Heaven+%26+Earth&cat=a. Retrieved 30 ივლისი 2014.
- ↑ http://www.billboard.com/artist/431615/Yes/chart?f=305 დაარქივებული 2017-06-20 საიტზე Wayback Machine. Retrieved 2 აგვისტო 2014.
- ↑ http://www.billboard.com/charts/rock-albums Retrieved 3 აგვისტო 2014.